ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ Google-ს სარეკლამო კონკურენტების „განდევნაში“ ადანაშუალებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ), აშშ-ის რვა შტატის გენერალურ პროკურორებთან ერთად Google-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უწყების განცხადებით, კომპანიის ანტიკონკურენტულმა ქმედებებმა, თუ არ გაანადგურა, მნიშვნელოვნად შეასუსტა კონკურენცია სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. 

კომენტარის დატოვება

Google ბაზრის ლიდერია, მაგრამ მისი წილი აშშ-ის ციფრული რეკლამის მთლიანი შემოსავლიდან, 2016-2022 წლებში, 36,7%-დან 28,8%-მდე დაეცა — აცხადებს ბაზრის კვლევის კომპანია Insider Intelligence.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ბრალდების თანახმად, Google ანტიკონსტიტუციურად 3 ძირითადი მიმართულებით იქცევა: 

  • აკონტროლებს ტექნოლოგიას, რომელსაც ვებსაიტების თითქმის ყველა მფლობელი იყენებს დამკვეთებისთვის სარეკლამო სივრცის შესათავაზებლად.
  • აკონტროლებს წამყვან ინსტრუმენტებს, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები სარეკლამო სივრცის შესაძენად იყენებენ.
  • აკონტროლებს ყველაზე დიდ სარეკლამო ბირჟას, რომელიც აკავშირებს გამომცემლებსა და რეკლამის განმთავსებლებს.
«Google-ის სქემის შედეგად, საიტების შემქმნელები ნაკლებს გამოიმუშავებენ, ხოლო რეკლამის განმთავსებლები მეტს იხდიან». — თქვა მერიკ გარლანდმა.

მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ გამომცემელს შეუძლია კონტენტის შეთავაზება გამოწერების, paywall-ის (როცა ვებგვერდზე წვდომა ღიაა მხოლოდ მათთვის, ვინც ამისთვის შესაბამის საფასურს იხდის) ან მონეტიზაციის სხვა ფორმების გარეშე.

აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწის, ჯონათან კანტერის თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში  კომპანიის ქმედებებმა გამოიწვია კონკურენტების განდევნა და შემცირება, რეკლამის ხარჯების გაზრდა, ვებსაიტების გამომცემლების შემოსავლების შემცირება, ინოვაციების შეფერხება და იდეების საჯარო ბაზრის დაკნინება. 

Google-მა BBC-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს, სარეკლამო ტექნოლოგიების კონკურენტუნარიან სექტორში გამარჯვებული და დამარცხებული აირჩიოს.

Google-ის გლობალური რეკლამის ვიცე-პრეზიდენტმა, დენ ტეილორმა განაცხადა, რომ რომ DOJ-ის ქმედება განვითარებას აფერხებს და ფართო სარეკლამო სექტორს აზიანებს.

აშშ-ის გარდა, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების შეზღუდვას ევროპაც ცდილობს —  2023 წელს ევროკავშირს დაგეგმილი აქვს მათი ძალის შემცირება. EU-მ სილიკონის ველის გიგანტებს უკვე დაუწესა ანტიმონოპოლიური ჯარიმები და ციფრული რეგულაციები შემოიღო. ასევე, ევროკავშირმა შეზღუდა Apple-ის ძალაუფლებაც და აიძულა კონკურენციის ახალი ევროპული კანონის დაცვა. ეს ყველაფერი დიდი ტექნოლოგიების დომინირების შემცირებას და ევროპული გამოწვევების ხელშეწყობას ემსახურება.

EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
თემის მიხედვით
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
EU ეცდება 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეზღუდოს
EU ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეზღუდოს
თემის მიხედვით
EU ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეზღუდოს
Meta და Google აშშ-ის ონლაინ რეკლამის ბაზარზე აღარ დომინირებენ
Meta და Google აშშ-ის ონლაინ რეკლამის ბაზარზე აღარ დომინირებენ
თემის მიხედვით
Meta და Google აშშ-ის ონლაინ რეკლამის ბაზარზე აღარ დომინირებენ

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.