ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
26 დეკემბერი 2022, 16:14
2022-12-26
Meta და Google აშშ-ის ონლაინ რეკლამის ბაზარზე აღარ დომინირებენ
Financial Times აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა — Meta-მ და Google-მა ციფრული რეკლამის ბაზარზე დომინანტური პოზიცია პირველად დაკარგეს. მათი პოზიციები კონკურენტებმა შეარყიეს, მათ შორის: Amazon-მა, TikTok-მა, მაიკროსოფტმა და Apple-მა.
Insider Intelligence-ის ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის მთლიან სარეკლამო შემოსავალში ორი ძირითადი მოთამაშის წილი 2022 წლის ბოლომდე კიდევ 2.5 პროცენტული პუნქტით — 48,4%-მდე შემცირდება, 2023 წლის ბოლომდე კი — 43,9%-დე ჩამოვა. შემცირების დინამიკა Meta-სა და Google-ისთვის 2017 წლიდან დაიწყო.
Meta და Google აშშ-სა და ევროპაში მარეგულირებელი ორგანოების დაკვირვების ქვეშ არიან — მათ არაკონკურენტულ პრაქტიკაში ადანაშაულებენ. პარალელურად კი, Amazon და Apple მარკეტინგის და სარეკლამო ჯგუფებს აფართოებენ, ხოლო მაიკროსოფტთან ერთად Netflix გეგმავს ახალი სატარიფო პაკეტის გაშვებას, რომელიც რეკლამებს მოიცავს, თუმცა, უფრო იაფი იქნება.
Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი სარეკლამო შემოსავლების შემცირებაში ადანაშაულებს ჩინურ TikTok-ს და Apple-ს, რომელმაც კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეცვალა და მომხმარებლებისთვის უფრო დაცული გახადა, კერძოდ, მომხმარებლები უნდა დაეთანხმონ, სურთ თუ არა ამა თუ იმ ინფორმაციის გაცემა, მათ შორის, ფეისბუქის გამოყენებისას. ბოლი 15 თვეში Meta-ს აქციების ფასი 2/3-ით შემცირდა.
Google Apple-მა ნაკლებად დააზიანა, ვინაიდან მისი ტარგეტირებული რეკლამები საძიებო სისტემაში შეყვანილ სიტყვებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, Apple თავის მოწყობილობებზე Google-ის რუკის ანალოგიურ პროდუქტს იყენებს, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან და სავარაუდოდ, მათი რიცხვი გაიზრდება. ეს Apple-ს უპირატესობას ანიჭებს.
Apple-ის სარეკლამო შემოსავალი 2018 წელს 2.2 მილიარდი დოლარიდან 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს არის გლობალური ბაზრის მხოლოდ 1,2%, მაგრამ მეტი, ვიდრე Snapchat-ისა და Pinterest-ის ერთად. 2026 წლისთვის ეს რიცხვი 30 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. FT-მა სექტემბერში დაწერა, რომ Apple-ს სურს, გააორმაგოს ციფრული რეკლამის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.