ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

EU ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეზღუდოს

ევროკავშირი ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეძლებისდაგვარად შეზღუდოს. ბოლო წლებში ამ მიზნისკენ მიმავალი რამდენიმე ნაბიჯი ვიხილეთ. მაგალითად, ევროკავშირმა სილიკონის ველის გიგანტებს დიდი, ანტიმონოპოლიური ჯარიმები დაუწესა, მონაცემთა კონფიდენციალურობის გლობალური სტანდარტები დაადგინა და მთელი რიგი ციფრული რეგულაციები შემოიღო. თუმცა, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისინი არაეფექტურია.

კომენტარის დატოვება
EU ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეზღუდოს

ევროკავშირი ეცდება, 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ძალა შეძლებისდაგვარად შეზღუდოს. ბოლო წლებში ამ მიზნისკენ მიმავალი რამდენიმე ნაბიჯი ვიხილეთ. მაგალითად, ევროკავშირმა სილიკონის ველის გიგანტებს დიდი, ანტიმონოპოლიური ჯარიმები დაუწესა, მონაცემთა კონფიდენციალურობის გლობალური სტანდარტები დაადგინა და მთელი რიგი ციფრული რეგულაციები შემოიღო. თუმცა, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისინი არაეფექტურია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კანონმდებლობა კონკურენციას სათანადოდ ვერ იცავდა, ხოლო კომპანიებს აძლევდა საშუალებას, თავიდან აეცილებინათ წესების აღსრულება. 2023 წელს ევროკავშირს სურს, ეს რადიკალურად შეცვალოს.

გეგმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ციფრული ბაზრების ახალი აქტია (DMA). კანონმდებლობის მიხედვით, პლატფორმებს რეიტინგში საკუთარი პროდუქტების მესამე მხარის პროდუქტებზე მაღლა დაყენება ეკრძალებათ. ერთჯერადი დარღვევისთვის ჯარიმა გლობალური შემოსავლის 10% იქნება, ხოლო განმეორებით დარღვევისთვის — 20%.

მაგალითად, Apple უკვე ემზადება, აპლიკაციების ალტერნატიული მაღაზიები თავის iPhone-ებსა და iPad-ებზე ევროკავშირში 2023 წლის ბოლოს დაუშვას. ისინი კონკურენციის ახალ ევროპულ კანონს მაინც დაიცავენ, იმის მიუხედავად, რომ  თავდაპირველად ებრძოდნენ.

ამასთან ერთად, ევროკავშირმა Apple-ს დედლაინი დაუწესა — ტექნოლოგიურ გიგანტს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, ყველა მოწყობილობისთვის iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს. 

კომპანიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ამ მოთხოვნებს შეასრულებს. 

DMA-ს აქტი ევროკავშირის ორი დამატებითი მიზნის კომპონენტია: დიდი ტექნოლოგიების დომინირების შემცირება და ევროპული გამოწვევების ხელშეწყობა.

DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
თემის მიხედვით
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ განვითარდება ეს გეგმები 2023 წელს, გთავაზობთ ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტების პროგნოზებსა და მოსაზრებებს: 

ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება

DMA-ის გავლენა ექსპერტების უმთავრესი განსახილველი თემა აღმოჩნდა. უსაფრთხო შეტყობინებებისა და თანამშრომლობის აპლიკაციის, Element-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამანდიდ ლე პაპი და  ღია კოდის ინიციატორი კომპანიის, Matrix–ის, ტექნიკური თანადამფუძნებელი, მეთიუ ჰოჯსონი, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ორივე მათგანი რეგულირების დაწესებას ლობირებდა. 

«დიდი კომპანიები იძულებულნი არიან, თავსებადები იყვნენ, რაც ინოვაციების ახალ ეპოქას გააჩენს. მომხმარებლებსა და ბიზნესს მეტი არჩევანი, უკეთესი ფუნქციები და გაუმჯობესებული კონფიდენციალურობა ექნებათ». — აღნიშნა ლე პაპმა.

თავის მხრივ, ჰოჯსონმა წვდომის მეტად გაფართოებაზე მიუთითა.

«DMA-ის მიხედვით, ტექნოლოგიების გიგანტმა წარმომადგენლებმა თავისი API-ები უნდა გახსნან, რათა ფართო თავსებადობა უზრუნველყონ. ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია. საუკეთესო თავსებადობა ფართოდ გავრცელებული ღია სტანდარტებიდან მოდის» — თქვა მეთიუ ჰოჯსონმა.

მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც შეთანხმდენ, რომ DMA-ს სიღრმისეული შედეგები ექნება. კომპანია CCS Insight-ის აღმასრულებელი დირექტორი და ანალიტიკოსი, ჯეფ ბლაბერი მიიჩნევს, რომ კანონის გავლენა ევროპის ფარგლებსაც გაცდება.

«ჩვენი გათვლებით, DMA ევროპის მსხვილ ტექნოლოგიურ მოთამაშეებს ცვლილებებისკენ სვლას აიძულებს. ეს მოტივაციას ამერიკელ პოლიტიკოსებსაც მისცემს, რომლებსაც ისეთი სცენარის თავიდან არიდება სურთ, რომელშიც ევროპა თავად განსაზღვრავს ანტიმონოპოლიურ დღის წესრიგს, აშშ-ს ჩარევის გარეშე». — წერს ბლებერი მოხსენებაში.

ბიზნეს გეგმის შედგენა

მზარდმა კონკურენციამ ევროპული მონაწილეებისთვის შესაძლოა ხარვეზები შექმნას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ისტორიულად მსოფლიოში წამყვანი წამოწყებების დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებად გადაქცევისთვის მუდამ იბრძოდა.

ერთ-ერთი ბარიერი ინტელექტუალური საზოგადოების ეკონომიკაში ნელი და არაეფექტური მონაწილეობაა. ილუსტრირებისთვის, ევროკავშირი აშშ-ზე მეტ კვლევით ნაშრომს აწარმოებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებს აქცევს კომერციულ აპლიკაციებად.

კაპიტალისტისა და მარკეტინგული კომპანია Clarity-ის ინოვაციების მრჩევლის, ლუიჯი კონგედოს თქმით, ეს სისუსტე შესაძლოა ევროკავშირის საინვესტიციო ჩარჩოს შეცვლით შემცირდეს. 

«ჩვენ ჩვენი Google, Facebook და Microsoft უნდა შევქმნათ. ამისთვის კი უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებაა საჭირო. თუ ჩვენ რეალური ევროპული პლატფორმის ინოვაციას ვერ შევქმნით და ამის ნაცვლად მიმდინარე „ქვეყანაზე დაფუძნებულ მოდელს“ შევინარჩუნებთ, ჩვენი ყველა განვითარებადი ბიზნესი ამერიკული მრავალეროვნული კომპანიებისთვის M&A სამიზნე გახდება». — თქვა კონგედომ.

ევროკავშირში ტექნოლოგიური ბიზნესის კიდევ ერთი პრობლემა წევრ ქვეყნებში ინტეგრაციაა. კომპანიები უკვე დიდი ხანია, რაც კავშირის საგადასახადო და დასაქმების მოთხოვნების ნავიგაციის სირთულეს უჩივიან. კონგედო მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ გამოწვევას წარმატებით გადაჭრის.

«მე მეტ ღიაობას ველოდები, რათა ქვეყნის გარეთ დაქირავება გაადვილდეს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ უცხოელებისთვის, მაგალითად, ამერიკელებისთვის ევროკავშირში დასაქმება მარტივი და სასურველი იქნება». — განაცხადა მან.

უფრო ღრმა ტექნოლოგია

ევროკავშირმა 2022 წელს ტექნოლოგიების კონკრეტულ სფეროებზე გააკეთა აქცენტი. ამის თვალსაჩინო მაგალითი ევროპული ჩიპების აქტია

2022 წლის 8 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა წინადადება — «ევროპული ჩიპების აქტი», რომლის მიზანია, უზრუნველყოს, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში ჩიპების წარმოების 20% ევროპული იქნება. 2022 წლის მონაცემებით, ევროპას ნახევარგამტარების გლობალური წარმოების 10%-ზე ნაკლები უკავია. ევროკომისიას სურს, ეს წილი სექტორში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით  მოზიდული 43 მილიარდი ევროს დახარჯვით გაზარდოს.

ჩიპების სპეციალისტს, XMOS-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ლიპეტს კანონმდებლობის მიმართ არაერთგვაროვანი მოლოდინი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მოსწონს, შიშობს, რომ ეს სექტორს გააფუჭებს.

«ინიციატივა მომწონს, მაგრამ ევროკავშირის პროექტები შეიძლება, გარკვეულწილად,  ბიუროკრატიაში ჩაიძიროს და შედეგად, სიჩქარე  შემცირდეს». — აღნიშნა ლიპეტმა.

ევროკავშირის ყურადღების ქვეშ ხელოვნური ინტელექტიც მოექცა. ევროპარლამენტი ამჟამად AI აქტს ახორციელებს, რომელიც მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მკაცრ წესებს დააწესებს.

IT კომპანიები იმედოვნებენ, რომ კანონმდებლობა ევროპულ ინოვაციებს ხელს შეუწყობს. ანალიტიკოსი მეთ პიკი მიიჩნევს, რომ კანონი მიკერძოების რისკს ამცირებს და უფრო ინკლუზიურ ონლაინ სერივსებს ქმნის.

საბოლოო ჯამში, ევროკავშირი, სათამაშო მოედნის გათანაბრების გზით, ინოვაციის სტიმულირებას იმედოვნებს. ეს არის მიდგომა, რომლის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში არსებობს.

EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
თემის მიხედვით
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს


ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.