ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს

ევროკავშირმა Apple-ს დედლაინი დაუწესა — ტექნოლოგიურ გიგანტს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, ყველა მოწყობილობისთვის iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს. 

კომენტარის დატოვება

კომპანიამ უხალისოდ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ამ მოთხოვნას შეასრულებს. 

ევროკომისია ამტკიცებს, რომ Type C-ის გამოყენება ელექტრონული ნარჩენების რიცხვს შეამცირებს და გარემოზე დადებითად აისახება, Apple კი ამბობს, რომ რეგულაციები ინოვაციას შეაფერხებს. 

დამტენის პორტის ცვლილება შეეხება როგორც სმარტფონს, ისე ტაბლეტებს, ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს, სათამაშო კონსოლებს და კამერებს. 

გარდა ამისა, მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან, შეიმუშაონ სწრაფი დატენვის სტანდარტები და ამის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდონ. 

USB C ჯეკები ამ დრომდე ანდროიდებს და იმ სხვა მოწყობილობებს აქვთ, რომლებსაც Apple არ აწარმოებს. 

რაც შეეხება იმას, თუ როდის ვიხილავთ USB C დამტენს iPhone-ზე — სავარაუდოდ, მაშინ, როცა iPhone 16 გამოვა. თუმცა, არ არის გამორიცხული, 2023 წელსაც მოხდეს — iPhone 15-ის შემთხვევაში. 

კომპანია, როგორც წესი, სმარტფონის ახალ მოდელებს ყოველი წლის სექტემბერში წარადგენს. 

Apple-ს დამტენების შეცვლა ლეპტოპებზეც მოუწევს, თუმცა, ამისთვის დრო 2026 წლამდე აქვს. რაც შეეხება იმ მოწყობილობებს, რომლებიც უსადენოდ იტენება, მაგალითად, სმარტ საათი, რეგულაციები არ შეეხება. 

Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს

თემის მიხედვით
Apple აშშ-ის ქარხანაში წარმოებულ ჩიპებს გამოიყენებს

ასევე წაიკითხეთ
Apple-მა ჟურნალისტებს ნება მისცა, ჩიპების ტესტირების საიდუმლო ლაბორატორია გადაეღოთ

Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა

ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის

ტიმ კუკმა დუა ლიპას უთხრა, როდემდე დარჩება Apple-ში და ვინ იქნება მისი მემკვიდრე

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.