ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბრიტანეთში 16 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მეტასამყაროში მისი ავატარი გააუპატიურეს

კომენტარის დატოვება
ბრიტანეთში 16 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მეტასამყაროში მისი ავატარი გააუპატიურეს

2024 წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული პოლიცია მეტასამყაროში 16 წლის გოგო გაუპატიურების საქმეს იძიებდა. გოგო ამტკიცებს, რომ მისი ვირტუალური ავატარი VR თამაშ Horizon Worlds-ში კაცების ჯგუფმა გააუპატიურა. dev.ua გეიმ დევ სპეციალისტს, იურისტსა და ფსიქოლოგს ესაუბრა საშინელი ინციდენტის შედეგების შესახებ, რომელიც მეტასამყაროსთვის პირველი არ ყოფილა. 

ვირტუალური თავდასხმა

საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ «ინციდენტს თვითონ გოგოს ფიზიკური ზიანი არ გამოუწვევია. თუმცა, მიაყენა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც გაუპატიურების მსხვერპლები რეალურ ცხოვრებაში განიცდიან».

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის უარყოფითი გავლენა «გააძლიერა სრული ჩაღრმავების ეფექტმა» VR-ის სათვალით თამაშის გამო, რომელიც გოგოს შემთხვევის დროს ეკეთა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანული პოლიცია იძიებს სექსუალური ხასიათის დანაშაულს, რომელიც ვირტუალურ სამყაროში მოხდა.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელების საბჭოში, ბავშვთა დაცვის განყოფილების უფროსმა, იან კრიტჩლიმ აღნიშნა, რომ «მეტასამყარო კარიბჭეს ქმნის მტაცებლებისთვის, რომელთაც ბავშვების წინააღმდეგ საშინელი დანაშაულების ჩადენა შეუძლიათ» და დაამატა, რომ მთავრობამ და პოლიციამ ერთად უნდა იმუშაონ კანონის ადაპტაციისთვის საქმეებზე, რომლებიც ციფრულ სფეროსთან არის დაკავშირებული.

სიტუაციას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელმაც განაცხადა, რომ «მეტასამყაროში ბავშვის გაუპატიურების სურვილმა შეიძლება რეალურ ცხოვრებაში იჩინოს თავი».

ფსიქოლოგიური შედეგები

«ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვების თანახმად, ეს არ არის პირდაპირპროპორციული რამ. ბავშვები ყოველდღიურად თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, სადაც ვირტუალურად კლავენ ერთმანეთს. ეს ყოველთვის არ უტოლდება საზოგადოებაში არსებულ პრობლემას», — უთხრა dev.ua-ს ფსიქიატრმა, პრაქტიკოსმა ფსიქოთერაპევტმა ალექსეი კრაპივკომ.

«მგონია, რომ კანონმდებლობა უფრო მოქნილი უნდა იყოს. და ასეთი შემთხვევა უნდა კვალიფიცირდებოდეს არა როგორც „გაუპატიურება“, არამედ როგორც „გარყვნა“. ეს უფრო ლოგიკურია, თუ მეტასამყაროსა და ავატარებზე ვსაუბრობთ».

სხვა სიტყვებით — «კანონმა არ იცის, რა ქნას», როდესაც ვიღაცა ვიღაცას ვირტუალურ სამყაროში შეურაცხყოფას აყენებს. მსგავსი შემთხვევებისთვის ჯერ სახელიც არ არსებობს. 

«ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული პრობლემების გარკვეული სახელები არსებობს, მაგრამ დეტალური არაა», — ამბობს ალექსეი კრაპივკო.

როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში მშობლები? სპეციალისტი, უპირველეს ყოვლისა, გვირჩევს, მოუსმინოთ თქვენი შვილის საჭიროებებს. და თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ მიმართეთ ფსიქიატრს ან კლინიკურ ფსიქოლოგს. სწორედ მათ შეუძლიათ პრობლემის შეფასება და დიაგნოზის დასმა. 

ალექსეი კრაპივკო ამბობს, რომ თუ მასთან დაზარალებული გოგო მივიდოდა, ჯერ ტრავმის სწორად კვალიფიცირებას ეცდებოდა.

«ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა», — დაამატა სპეციალისტმა. როგორ თქვა, ის ასევე გაარკვევდა ბავშვის სპეციფიკურ მახასიათებლებს, მაგალითად, სტრესის მიმართ გამძლეობას. ბოლოს კი სხვადასხვა პათოლოგიის არსებობას მოიკვლევდა: თუ არსებობს, მათი მკურნალობაა საჭირო.

«გოგოსთვის თამაში გახდა პირდაპირი ასოციაცია საზარელ ინციდენტთან. მეტასამყაროსკენ მიმავალი გზა მისთვის დროებით ჩაკეტილი იქნება».

«ხანდახან ვირტუალურ სამყაროში ჩაღრმავება — რეალური ურთიერთობის ნაკლებობის კომპენსაციაა. სამყაროს მიზანი — რეალური სამყაროს გამარტივებული მოდელი, მასში გაქცევა უფრო ადვილი და სასიამოვნოა, ვიდრე სხვა გარემოში». — შეაჯამა ალექსეი კრაპივკომ.

განმეორებითი შემთხვევა

ეს მეტასამყაროში სექსუალური ძალადობის პირველი შემთხვევა არაა. 2021 წლის ნოემბერში Meta Horizon Worlds-ის ბეტა-ტესტირების დროს მომხმარებელს ვირტუალურად შეეხნენ. 2021 წლის დეკემბერში მეტასივრცის მკვლევარი ქალის ავატარი ფაქტობრივად ავატარი-კაცების ჯგუფმა გააუპატიურა, რომლებიც მის «მონადირებას» ცდილობდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

სხვა შემთხვევა 2022 წლის მაისში SumOfUs-ის მკვლევარს ეხებოდა, რომელიც მომხმარებელმა წვეულების დროს ოთახში სხვების თანდასწრებით ფაქტობრივად გააუპატიურა. 2022 წელს კომპანია Metaverse Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინა ჯეინ პატელმა თქვა, რომ თამაშ Horizon Worlds-ში ძალადობას წააწყდა. პატელის თქმით, მაშინ «კაცის ხმის მქონე სამი თუ ოთხი ავატარი კაცი ჯერ მის პერსონაჟს შემოეხვია, ვერბალურად და სექსუალურად ავიწროებდა, რის შემდეგაც მისი ავატარი, ფაქტობრივად, გააუპატიურეს». 

ნინა ჯეინ პატელი წუხდა, რომ ტექნოლოგიამ შესაძლოა მომავალში რეალური გაუპატიურებები გამოიწვიოს. მაშინ Meta-ს სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.  

Roblox

ვიდეოთამაშების სამყაროში არსებობს თამაშების ცალკე ნიშა, რომელიც სექსთან, სექსუალურ ძალადობასთან და უფრო სასტიკ დევიაციებთან არის დაკავშირებული. Steam-ს, ყველაზე პოპულარულ პლატფორმას PC თამაშებისთვის, ასეთი თამაშებისთვის ცალკე კატეგორია აქვს. და მასზე დიდი მოთხოვნაა.

«როცა მეტასვიტზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვირტუალურ თავისუფლებას ვგულისხმობთ, რისკენაც ბევრი დეველოპერი ისწრაფვის. მაგრამ, ვიდეოთამაშებში მოქმედებების თავისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია იმასთან, რომ მოთამაშეები მას სათავისოდ გამოიყენებენ. და ეს ყოველთვის არ არის დამოკიდებული დეველოპერების თავდაპირველ მოსაზრებებზე», — განმარტავს gamedev-ჟურნალისტი ნიკიტა კაზიმიროვი.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს შორის, რომელიც სპეციალისტს მოჰყავს, არის თამაშები Fortnite და Roblox. ჯერჯერობით ისინი მეტასამყაროს თანამედროვე ვარიანტებად მიიჩნევა. «ორივე თამაში მკაცრად კონტროლდება, იქ ყველაფერს აკვირდებიან. მაგრამ ნიუანსები მაინც ჩნდება», — ამბობს ნიკიტა კაზიმიროვი.

კონკრეტულად რაზეა საუბარი? დიახ, Fortine-ში მოთამაშეები განსხვავებულ ემოციებს იყენებენ, რათა სექსუალური აქტივობები შექმნან. მაშინაც კი, თუ ეს ემოციები თავდაპირველად ნეიტრალური სახის იყო. გარდა ამისა, Fortnite-ის პერსონაჟების ზოგადი სექსუალიზაცია ძალიან მაღალია (ქსელის მომხმარებლებმა ეს განსახილველად ცალკე თემებში ჯერ კიდევ 5 წლის წინ გამოიტანეს). Roblox-ს მოქმედებების უფრო მეტი თავისუფლება აქვს, რადგანაც იქ მეტი სივრცეა მოდელების, რუკების და მთელი რეჟიმების შემქმნელებისთვის. ამიტომაც სხვადასხვა სექსრეჟიმი არსებობს.

Fortinite

«დეველოპერებს ნამდვილად არ ჩაუდიათ თამაშში ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც სექსუალურ ქმედებებზეა მიმართული. მაგრამ მოთამაშეების ფანტაზია (ზოგჯერ შესამჩნევად გარყვნილი) თავისას შვება. ნათელი მაგალითი — VRChat, სადაც მოთამაშეების კრეატიულობა გეიმპლეის ცენტრად არის ქცეული. ვირტუალური სივრცე კი ყველა ქმედებას უფრო ხელშესახებ და პოტენციურად საზიანოს ხდის». — ამბობს გეიმ დევ ჟურნალისტი ნიკიტა კაზიმიროვი.

Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
თემის მიხედვით
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ


ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.