ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თბილისში რუსული ფორუმი აღარ ჩატარდება

რუსული AI ფორუმი, სახელწოდებით opentalks.ai, რომელიც 6-7 მარტს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს. 

კომენტარის დატოვება

«კონფერენცია, რომელიც თბილისში იყო დაგეგმილი, გაუქმდა იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმაა. ძალიან გულნატკენები და დამწუხრებულები ვართ, მაგრამ რეალობა ასეთია. 

ბოდიში მოკლე განცხადებისთვის, ყველა დანარჩენ დეტალს ორშაბათს დილით გამოვაქვეყნებთ. მანამდე ვერაფერს გიპასუხებთ, უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე. 

რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს და პარტნიორს თანხას ავინაზღაურებთ». — ნათქვამია opentalks.ai-ის ორგანიზატორების fb პოსტში. 

მანამდე კი განცხადება Pullman Tbilisi Axis Towers-მა გაავრცელა და მიუთითა, რომ სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კონფერენციას სივრცეს აღარ დაუთმობდნენ, 

«მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი». — განაცხადა «პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა.

ფეისბუქ-გვერდის თანახმად, ორგანიზატორებმა კონფერენციის თბილისში გამართვა 2023 წლის ოქტომბერში დააანონსეს. 

OpenTalks.AI, რომელიც 6-7 მარტს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში უნდა ჩატარებულიყო, რომელიც რუსული კომპანია IP Laboratory-ის მიერ იყო ორგანიზებული. IP Laboratory ამბობს, რომ ზოგადად, OpenTalks 2018 წლიდან ტარდება და მათი მთავარი ღონისძიებაა. 

ვებ გვერდის მიხედვით, ორგანიზატორი კომპანია IP Laboratory-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იგორ პივოვაროვია. პივოვაროვი ასევე მუშაობს რუსულ კომპანია MIPT-ში — არის მისი მთავარი AI ანალიტიკოსი.

მის პერსონალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, MIPT ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს ხელოვნური ინტენექტის შესახებ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში (www.aiReport.ru). 

IP Laboratory-ის კლიენტებს შორის არიან: 

  • Yandex, რომელიც არაერთხელ დაადანაშულეს რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში;
  • ასევე, mail.ru.
  • სბერბანკი — რუსული ბანკი, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციები დააკისრა.
  • კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანია Kaspersky, რომლის დამფუძნებელიც ნატალია კასპერსკაიაა და რომელიც ФСБ-ს კიბერუსაფრთხოების დანაყოფებთან მუშაობს. მისი ქმარი, მისი და Kaspersky-ის თანადამფუძნებელი ევგენი კასპერსკი სწორედ ФСБ-ს თანამშრომელი იყო. 

Kaspersky OpenTalks.AI-ის 2024 წლის ღონისძიების ბრინჯაოს პარტნიორი იყო. კომპანია კონფერენციას პარტნიორობას უწევდა წინა წლებშიც. 2023 წელს OpenTalks.ai-ის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იყო Yandex-იც. 

ღონისძების გამომსვლელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. თუმცა, სპიკერებს შორის იყო შოთა ღვინეფაძეც, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი. 

«თავისუფალ უნივერსიტეტში» განაცხადეს, რომ შოთა ღვინეფაძის სახელი ორგანიზატორებმა დღის წესრიგში თვითნებურად ჩაწერეს. 

AI ფორუმს მართავს რუსული კომპანია რომელიც ირიბად KGB-სთან თანამშრომლობს
AI ფორუმს მართავს რუსული კომპანია, რომელიც ირიბად KGB-სთან თანამშრომლობს
თემის მიხედვით
AI ფორუმს მართავს რუსული კომპანია, რომელიც ირიბად KGB-სთან თანამშრომლობს

ასევე წაიკითხეთ
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.