ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 აგვისტო 2023, 11:48
2023-08-07
უკრაინის უახლესი იარაღი რუსეთთან ომში — 3D დაბეჭდილი ბომბები
«ხელყუმბარები სროლისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ისინი მსუბუქია. თუმცა, როდესაც დრონიდან ისვრიან ძალა ეკარგება. სტანდარტული ხელყუმბარა სულ რაღაც 300 გრამს იწონის და მას „მკვლელობის ძალა“ არ გააჩნია». — ამბობს კაცი, მეტსახელად ლიოშა, რომელიც კიევში იარაღის მოყვარული მწარმოებელია. მისი თქმით, ხელყუმბარის სროლის შემდეგ სამიზნე რუსი ჯარისკაცები «ხშირად სირბილს აგრძელებენ».
სამი თვის წინ ლიოშამ და მეგობართა ჯგუფმა, რომლებიც თავიანთ სახლებში მუშაობდნენ, ალტერნატივა შეიმუშავეს: 800-გრამიანი ბომბი სახელად «Zaychyk» ან «Rabbit». ჯგუფი 3D პრინტერს ბომბის ფასადის დასამზადებლად იყენებს, შემდეგ კი მას C4-ით, ასაფეთქებელი ნივთიერებითა და ფოლადის ნამსხვრევებით ავსებს. ლიოშა ამბობს, რომ ეს ნამსხვრევები ხის ფიცრებს «კარაქის მსგავსად» ჭრის.
აუცილებლობა და საჭიროება გამოგონების დედაა — Zaychyk მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ ლეტალური ინოვაციებისა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 17 თვის განმავლობაში წარმოიშვა. მრავალი ქარხნული საბრძოლო მასალის მარაგი შემცირდა, რადგან ომი გაგრძელდა. მაგრამ ნედლი ასაფეთქებელი ნივთიერებები კვლავ ბევრია. ამან სამოყვარულო იარაღის ინდუსტრიის შექმნასა და განვითარებას შეუწყო ხელი.
ლიოშას გუნდი ყოველ კვირა დაახლოებით 1000 «ტკბილეულის ბომბს» (ასე ეწოდა ახალ 800-გრამიან ბომბს) ბეჭდავს. მაგრამ უკრაინელ ოფიცერს, რომელიც ლიოშას გუნდს სამხედროებთან კონტაქტში ეხმარება, დღეში 1500 სურს. მოყვარულთა კიდევ ერთმა ჯგუფმა, დრუკის არმიამ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 30 000-ზე მეტი ტკბილეულის ბომბი გამოუშვა. მათი ლიდერი «Swat» ამბობს, რომ წარმოების მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება. იანის ოზოლსი ველური ფუტკრების დამფუძნებელია — იარაღის მოხალისე მწარმოებელთა ჯგუფი უკრაინის ფარგლებს გარეთ. მისი აზრით, ევროპიდან 2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე, 65 000 ბომბის ჭურვი გაიგზავნა.
თვითნაკეთი საბრძოლო მასალები ქარხნული წარმოების პირდაპირი ჩამნაცვლებელი არ არის, მაგრამ მათ უპირატესობები გააჩნიათ. უპირველეს ყოვლისა, ისინი იაფია. ველური ფუტკრების ერთ-ერთი წევრი პოლონეთში, ემანუელ ზმუძინსკი კომპონენტებს ამზადებს — ცხვირის კონუსს, სხეულსა და კუდის ფარფლს — 27 სმ სიმაღლის მოდელისთვის, სახელწოდებით Big Egg, 3,50 ევროზე ნაკლებ ფასად (3,85 აშშ დოლარი), ასაფეთქებელი ნივთიერების შიგთავსის გარეშე. საწარმოო ხაზების გადატვირთვის საჭიროების გარეშე, სხვადასხვა ზომის ტკბილეულის ბომბები შეიძლება ადვილად დამზადდეს. ეს დრონის ოპერატორებს მოცემული მოდელის დატვირთვის მოცულობის საუკეთესოდ გამოყენებაში ეხმარებათ.
ჭკვიანურმა ინოვაციებმა ბომბები საოცრად ეფექტური გახადა. ისინი, რომლებიც ქვეითების მოსაკლავად არის შექმნილი, ცენტრალურ ცილინდრს შეიცავენ, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებებია შეფუთული. მის ირგვლივ სივრცე ლითონის ფრაგმენტებით ივსება, რომლებიც ბომბის აფეთქებისას გარეთ იფანტება. თავდაპირველად, ბევრი ბომბი ნამსხვრევებად ლურსმნებს იყენებდა, მაგრამ ტესტებმა მისი არაეფექტურობა მრავალჯერ დაამტკიცა.
ჯართის უფრო დიდი ნაჭრები მარტივად არ ორთქლდება და უფრო მძიმე ჭრილობებს იწვევს. მაგრამ ლითონის არარეგულარულ ნაჭრებს არაპროგნოზირებადი აეროდინამიკა აქვთ. ბურთის ფორმის ლითონებს ახლა უპირატესობას ანიჭებენ — თუმცა, ისინი იაფი არ არის და დეფიციტშია. «დიუკი», უკრაინელი სამხედრო დონეცკში, რეგიონში, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული, ამბობს, რომ 5 კგ-იანი «ტკბილეულის ბომბები» დაშვების ადგილიდან 20 მეტრში მყოფ ქვეითებს თავისუფლად ანადგურებენ.
ბომბის ტექნიკოსები იმედოვნებენ, რომ მკვლელობის რადიუსი კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგიერთი «ტკბილეულის მაღაზია» ამისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებ. ამასთან ერთად, AI ენის მოდელი, ChatGPT საინჟინრო რჩევებისთვის გამოიყენება.
«ტკბილეულის ბომბის» გამოყენება ჯავშანტექნიკის წინააღმდეგაც შეიძლება. სპილენძი და ალუმინი ამ ბომბების შიგნით სპეციალურად შექმნილ კონუსურ ფორმაში არის გაერთიანებული. როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ფეთქდება, ლითონები ზედმეტად გახურებულ პლაზმის თხელ ჭავლად გარდაიქმნება, რომელსაც ჯავშანტექნიკის დაზიანება შეუძლია. უკრაინული დრონების ოპერატორები ამბობენ, რომ ამ ბომბებს რუსული ტანკების განადგურება შეუძლიათ.
უკრაინელი ჯარისკაცი დონეცკში, დიუკი თვლის, რომ მისი ქვეყნის სამხედრო დრონები ახლა დაახლოებით 200 სხვადასხვა ტიპის და ზომის ტკბილეულის ბომბს იყენებენ. ეს მათი შემქმნელების შემოქმედებითი ენთუზიაზმის დასტურია. მაგრამ, ეს მიწოდების ხაზებსაც ართულებს — კომპონენტები რამდენიმე სხვადასხვა სახელოსნოდან მოდის. ოზოლსის თქმით, ბომბების მრავალფეროვნების შემცირებასა და მათი წარმოების სტანდარტიზაციაზე აქტიური მუშაობა მიდის. მოყვარულთა ინდუსტრია დღითიდღე უფრო პროფესიული ხდება.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.