ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Statify — უკრაინელი პროგრამისტის ინსტრუმენტი ეკონომიკური მონაცემების დასამუშავებლად

უკრაინელმა ჯუნიორ ფრონტ-ენდ დეველოპერმა, გიორგი შვაბმა შექმნა სერვისი Statify. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მოძებნოს სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაცია, თვალყური ადევნოთ ამა თუ იმ კონკრეტული ინდიკატორის ცვლილებების დინამიკას, ასევე, შეინახოთ თქვენთვის საინტერესო მონაცემთა ნაკრები და მონიშნოთ ისინი, რათა შემდგომში ადვილად იპოვოთ. 

კომენტარის დატოვება

პლატფორმა მონაცემების ვიზუალიზაციასაც უმოკლეს დროში ახდენს. 

გიორგი dev.ua-ს უყვება, რომ პლატფორმის შექმნის იდეა სწავლის დროს სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის სირთულის გამო გაუჩნდა. 

«უკრაინის სტატისტიკის სამსახურის ვებსაიტი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემ მიერ შექმნილ ვებგვერდებს შორის Statify ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა». — ამბობს ახალგაზრდა დეველოპერი. 

მისივე თქმით, ვებსაიტზე წარმოდგენილი მონაცემების წყარო საერთაშორისო სავალუტო ფონდის API-ია. 

«სკრიპტი  PostgreSQL-ში დავწერე. რათა გადმომეწერა ყველა ინდიკატორი, რეგიონი და მნიშვნელობა». 

Statify-ის შესაქმნელად გიორგიმ PostgreSQL-ის გარდა, ასევე გამოიყენა: TypeScript, NextJs, React, Tailwind CSS, Prisma. 

უკრაინა — სტარტაპების მართვა ომის პირობებში
უკრაინა — სტარტაპების მართვა ომის პირობებში
თემის მიხედვით
უკრაინა — სტარტაპების მართვა ომის პირობებში

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.