Twitch-ის ყველაზე პოპულარულ სტრიმერს, Ninja-ს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს
ამერიკელმა სტრიმერმა, ტაილერ «Ninja» ბლევინსმა საზოგადოებას განუცხადა, რომ მას მელანომის (კანის სიმსივნის ფორმა) დიაგნოზი დაუსვეს.
ამერიკელმა სტრიმერმა, ტაილერ «Ninja» ბლევინსმა საზოგადოებას განუცხადა, რომ მას მელანომის (კანის სიმსივნის ფორმა) დიაგნოზი დაუსვეს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, Fortnite-ის 32 წლის მოთამაშემ, რომელსაც Twitch-ზე 19 მილიონი მიმდევარი ჰყავს, თქვა, რომ ფეხიდან მოშორებული ხალი კიბო აღმოჩნდა.
Ninja-ის თქმით, მის ფეხზე მეორე მუქი ლაქაც შეამოწმეს და მიუხედავად იმისა, რომ შოკირებული იყო, მადლობელია, რომ კიბო ადრეულ პერიოდში აღმოაჩინეს.
ის სხვებსაც მოუწოდებს, შემოწმება რეგულარულად გაიარონ.
Ninja Twitch-ის სინონიმი მას შემდეგ გახდა, რაც სტრიმინგ საიტზე 2020 წელს, Microsoft-ის კონკურენტ პლატფორმასთან, Mixer-თან ხანმოკლე მუშაობის შემდეგ დაბრუნდა.
Fortnite-ის მოთამაშეებს შეუძლიათ ფული გადაიხადონ და თავიანთი პერსონაჟები Ninja-ს დაამსგავსონ.
Ninja-ს ფიგურამ, როგორც სტრიმინგ ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სახელმა, ასევე განაპირობა ის, რომ ტაილერი მეინსტრიმ პროგრამებში გამოჩნდა, როგორიცაა The Masked Singer US.
X-ზე Ninja-მ თქვა, რომ სიმსივნის დიაგნოზის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ხალების ყოველწლიური შემოწმებისთვის დერმატოლოგს ეწვია.
«ჩემი ფეხის ბოლოში ხალი იყო, რომლის ამოღებაც მხოლოდ სიფრთხილის მიზნით სურდათ». — თქვა მან. თუმცა, ეს მელანომა აღმოჩნდა. ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს».
მელანომა კანის კიბოს ფორმაა, რომელიც შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს და, როგორც წესი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებითაა გამოწვეული.
მელანომის განვითარების რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც ფერმკრთალი კანი, ბევრი ხალი და მათ ოჯახში კანის კიბოს ისტორია აქვთ.