ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

HP 2025 წლის ბოლომდე 6000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

HP იმ ტექნოლოგიური კომპანიების სიას ემატება, რომლებიც პერსონალს ამცირებენ. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 6000-მდე ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ეს ფართო რესტრუქტურიზაციის ნაწილია.

კომენტარის დატოვება

HP-ის შეფასებით, მისი «მომავლის ტრანსფორმაციის გეგმა», რომელიც 4000-დან 6000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს, კომპანიას 1.4 მილიარდ დოლარს დააზოგინებს.

«კომპანია ელის, რომ შემცირება მოიცავს 4000-6000 თანამშრომელს» — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. «ეს ნაბიჯები  სავარაუდოდ 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება».

მთლიანობაში, ამ ეტაპზე, HP-ში 51 000 თანამშრომელია დასაქმებული.

კომპანიის შემოსავალი ბოლო 3 თვეში 11%-ზე მეტით შემცირდა. HP-ის აღმასრულებელი დირექტორი ენრიკე ლორესი კრიზისის მიზეზად კომპანიის კომპიუტერებსა და პრინტერებზე «მოთხოვნის შერბილებას» ასახელებს. 

მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის გეგმა კომპანიას საშუალებას მისცემს, უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს. ლორესი ამბობს, რომ ხარაჯების შემცირება აუცილებელია, რათა მომავალში ბიზნესი სწორად პოზიციონირდეს. 

დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სამსახური უკვე 120 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. 11 ათასი ადამიანი გაათავისუფლა Meta-მ, ასევე, სამსახურიდან უშვებენ Twitter-ში, Amazon-ში, Coinbase-სა და Snap-ში დასაქმებულ ადამიანებს. 

ასევე წაიკითხეთ
Discord-მა რეორგანიზაციის მიზეზით პერსონალის 4% გაათავისუფლა

ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს

Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს

NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.