ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს. 

კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ თანამშრომლების რიცხვს დაახლოებით 13%-ით ამცირებს. 

კომენტარის დატოვება
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს. 

კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ თანამშრომლების რიცხვს დაახლოებით 13%-ით ამცირებს. 

ცუკერბერგმა კომპანიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მეტას საიტზე გაავრცელა

კომპანიის ხელმძღვანელი წერს, რომ თანაშრომლების გათავისფლება კომპანიაზე გავლენას ბევრი მიმართულებით მოახდენს, განსაკუთრებით — მეტას რეკრუტირების გუნდზე, ვინაიდან კომპანია 2023 წელს გაცილებით ცოტა ადამიანს დაიქირავებს. 

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ადამიანების ხელახლა დაქირავების საკითხი მომავალი წლის გაზაფხულამდე გაიყინება. 

2022 წლის სექტემბერში მეტას თანამშრომლების რიცხვი 87 ათასი იყო. 

მეტას სარეკლამო გაყიდვები Apple-ის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლამ, ასევე, TikTok-ის გაძლიერებამ და რეკლამის დამკვეთების მიერ თანხების ამ პლატფორმაზე გადასროლამ განაპირობა. გარდა ამისა, Meta-მ მილიარდები დახარჯა ინტერნეტის მომავალი ვერსიის შექმნაზე, რომელსაც კომპანიამ მეტავერსი უწოდა და საყოველთაო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

გასულ თვეში კომპანიამ მეორე კვარტალური შემოსავლის კლების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ მისი მოგება წინა წელთან შედარებით განახევრდა. გასულ წელს Meta-ს საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, მას შემდეგ კომპანიის ფასი 250 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. 

«მინდა, ავიღო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ როგორ მოვედით აქამდე. ვიცი, რომ ეს ყველასთვის მძიმეა და მე განსაკუთრებით ვწუხვარ იმათ გამო, ვისაც შეეხო». — წერს მარკ ცუკერბერგი. 



ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.