ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა

აქსელმა — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.  

პროექტი, რომლის ფარგელბშიც სახელმძღვანელოები შეიქმნა, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 

კომენტარის დატოვება

პროგრამის ფარგლებში GEC Consulting-მა ორი სახელმძღვანელო შექმნა:

GUIDEBOOK FOR THE ONBOARDING OF INVESTORS

გზამკვლევი მორგებულია ახალი ინვესტორების გაწევრიანების პროცესის გაუმჯობესებაზე, ფარავს ყველა იმ კითხვას, რაც შესაძლოა ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებულ პირს გაუჩნდეს და ფარავს შემდეგ საკითხებს:

  • გაცნობა ანგელოზ ინვესტირებასთან — დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • ანგელოზი ინვესტირების სხვა საინვესტიციო ფორმატებსა და მექანიზმებთან შედარება, საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემის მიმოხილვა;
  • ტექნიკები და შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც ანგელოზი ინვესტორები იყენებენ;
  • სტარტაპების შერჩევის პროცესი აქსელში — კრიტერიუმები და პროცესების აღწერა;
  • აქსელის საწევრო ფორმატები, სტარტაპებთან ხელშეკრულების დრაფტები და განმარტებები, საინვესტიციო თეზისები. 

GUIDEBOOK FOR INVESTORS’ JOURNEY WITHIN AXEL

გზამკვლევი მიზნად ისახავს ინვესტირების გზისა და სრული პროცესის ამომწურავად აღწერას, რაც დაეხმარება ინვესტორებს, შეაფასონ აქსელის მიერ შეთავაზებული გარიგებები და უფრო ეფექტიანად წარმართონ სტარტაპებში ინვესტირების პროცესი. Სახელმძღვანელო ფარავს მოცემულ თემებს:

  • აქსელის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და სტატისტიკა;
  • ანგელოზი ინვესტირების განმარტება;
  • «ჭკვიანი ფულის» (Smart Money) მნიშვნელობა, სტარტაპების მენტორობის შესაძლებლობები აქსელის გავლით;
  • სინდიცირების პროცესის აღწერა და ინვესტორების მიერ თანა-ინვესტირების საკითხების მიმოხილვა;
  • აქსელში გაწევრიანების პროცესისა და Საწევრო ფორმატების აღწერა, წევრების ვალდებულებები;
  • Სტარტაპის შეფასება, საინვესტიციო საბჭოს მიერ სტარტაპების შერჩევისა და სქრინინგის პროცესის აღწერა და სტარტაპების პორტფოლიოს მენჯემენტი ინვესტორების მიერ;
  • ყველა საჭირო და აქსელში გამოყენებადი დოკუმენტის დრაფტი და მათი მიმოხილვა.

აქსელის მმართველი დირექტორის, ირო ცაგარეიშვილის თქმით, სახელმძღვანელოების არსებობა კიდევ უფრო გაამარტივებს საქართველოში ანგელოზი ინვესტირების დაწყების პროცესს. 

«აქსელის პოტენციურ წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით და ვხვდებით. ორგანიზაციის არსებობის, ანუ 2 წლის განმავლობაში, დაგროვილი გვქონდა «ხშირად დასმული კითხვები» და ზუსტად ვიცით, რა აინტერესებთ მათ, ვინც ანგელოზ ინვესტირებას ახლა იწყებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ხელთ არსებული თითოეული დოკუმენტის გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ და აღნიშნულმა პროექტმა ზუსტად ამის შესაძლებლობა მოგვცა. ახლა ჩვენი თითოეული წევრისა თუ პოტენციური წევრისთვის ხელმისაწვდომი იქნება აქსელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ერთი დოკუმენტის მეშვეობით». — თქვა ირო ცაგარეიშვილმა. 

USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, შემოქმედებითი ინდუსტრიების და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, ქეთი სიდამონიძე ამბობს: 

«აქსელთან პარტნიორობით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოში ანგელოზი ინევსტირების გარემოს გაძლიერებისკენ. აღიარებულია, რომ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ანგელოზი ინვესტორები, აქვთ გადარჩენის, სამუშაო ადგილების შექმნისა და წარმატების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სტარტაპებს ასეთი მხარდაჭერის გარეშე. მოხარულნი ვართ, რომ აქსელი ძალიან სწრაფად იზრდება და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის როლს იკავებს ეკოსისტემაში და ეს ხდება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც არაერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ უკვე ჩამოყალიბებული ანგელოზი ინვესტორების ქსელები.»

თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე 👈

თუ გსურთ, მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი სტარტაპით წარდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია 👈

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიწეროთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები და თვალი ადევნოთ სიახლეებს:

ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
თემის მიხედვით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
თემის მიხედვით
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან

ასევე წაიკითხეთ
30 ივნისს „აქსელი
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
2024 წლის 30 ივნისს აქსელი — საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. 
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონს აპროტესტებს. 
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.