ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აქსელი და Future Laboratory Ventures საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებისთვის გაერთიანდნენ

დღეს, 15 იანვას, საერთო სამუშაო სივრცე «ტერმინალში» საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა «აქსელი» და ადრეული სტადიის ვენჩურულმა ფონდმა «Future Laboratory Ventures» ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის კაპიტალის ზრდა და ხელმისაწვდომობა იქნება. 

კომენტარის დატოვება

მემორანდუმს ხელი აქსელის თანადამფუძნებელმა გური ქოიავამ და Future Laboratory Ventures-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ქაშიბაძემ მოაწერეს.

აქსელი და Future Laboratory ჩაატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და ვორქშოპებს საქართველოსა და რეგიონში ვენჩურული კაპიტალის მოცულობის ზრდისა და მეტი ინვესტორის ჩართვისთვის, როგორც ანგელოზ ინვესტირებაში, ასევე ვენჩურულ ფონდებში.

გური ქოიავა
«აქსელისთვის და Future Laboratory-ისთვის უმნიშვნელოვანესია სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემაში თითოეულ მოთამაშესთან კავშირები და მათთან ერთად საერთო მიზნების მიღწევის პროცესის დაჩქარება. Სწორედ ამიტომ, ორი ორგანიზაცია, ერთად ვიმუშავებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სტარტაპ დაფინანსების პროცესების კოორდინირებული ხელშეწყობისთვის და შეთანხმებულად მივაწვდით სხვადასხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს სწორ პრიორიტეტებს სტარტაპ და ვენჩურული ინვესტიციების ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით» 

აქსელი და Future Laboratory თავისუფალი საინვესტიციო კაპიტალის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს დივერსიფიცირებულ და გამართულ მექანიზმებს შეთავაზებენ სტარტაპებში ინვესტირებისთვის.

ეს პრინციპი მნიშვნელოვნად შეამცირებს მსგავსი ინვესტიციების სარისკო მაჩვენებლებს და გაზრდის სტარტაპების უკუგების ხარისხს.

ირაკლი ქაშიბაძე
«იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი საქართველოსა და რეგიონში საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებაა, ორივე მხარე ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროცესზე, შესაბამისად, Future Laboratory თავის მხრივ დაეხმარება აქსელის მიერ დაფინანსებულ სტარტაპებს შემდგომი ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო ვენჩურულ ფონდებთან თანამშრომლობაში, ხოლო აქსელი  Future Laboratory-ის მიერ ადრეულ სტადიაზე დაფინანსებულ სტარტაპებს საკუთარ ანგელოზ ინვესტორებს წარუდგენს, დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად. აქსელი ასევე Future Laboratory-ის ფონდს საკუთარ წევრებსაც გააცნობს, საინვესტიციო პორტეფილის დივერსიფიცირებისთვის». 

ირაკლი ქაშიბაძისვე თქმით, «აქსელსა» და Future Laboratory-ს შორის დადებული მემორანდუმი თანამშრომლობის პრეცედენტია კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად, ასევე, კარგ მაგალითია, თუ როგორ უნდა შეიქმნას  გამართული სისტემა ვენჩურული ინვესტიციების მიმართულებით და მიღწეულ იქნას დასახული მიზანი — საქართველო იქცეს რეგიონალურ ცენტრად ვენჩურული და ანგელოზი ინვესტიციებისთვის.

აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
თემის მიხედვით
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
თემის მიხედვით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
თემის მიხედვით
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან

ასევე წაიკითხეთ
30 ივნისს „აქსელი
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
2024 წლის 30 ივნისს აქსელი — საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. 
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონს აპროტესტებს. 
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
როგორ უნდა მიიღოთ სტარტაპის დაფინანსება Axel-ში? 
როგორ უნდა მიიღოთ სტარტაპის დაფინანსება Axel-ში? 
როგორ უნდა მიიღოთ სტარტაპის დაფინანსება Axel-ში? 
Axel ანგელოზ ინვესტორთა ქსელია — ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, დამწყებ სტარტაპერებს წინსვლაში დაეხმარონ.  თუმცა, ინვესტორების მოხიბვლა ადვილი არ არის.  ნახეთ, როგორია პირველი ნაბიჯები, რომელიც თქვენი სტარტაპისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად უნდა გადადგათ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.