ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI კიბოს მკურნალობისას რადიოთერაპიის დროს შეამცირებს

ხელოვნური ინტელექტის ახალი ტიპის ტექნოლოგიას, რომელიც კიბოს რადიოთერაპიის დაწყებამდე ლოდინის დროს ამცირებს, ინგლისის რამდენიმე საავადმყოფოში გამოიყენებენ.

კომენტარის დატოვება

ტექნოლოგია ექიმებს ეხმარება, გამოთვალონ, ზუსტად სად მიმართონ თერაპიული გამოსხივების სხივები, რათა კიბოს უჯრედები მოკლან და რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი უჯრედი გადაარჩინონ.

ადენბრუკის საავადმყოფოს მკვლევრებმა AI პროგრამა Microsoft-თან ერთად გაწვრთნეს. მათი თქმით, ტექნოლოგია უკვე ათი წელია, მზადდება.

მკვლევრების თქმით, ექიმები პროცესის დასრულებას დამოუკიდებლად, ტექნოლოგიის დახმარების გარეშე 25 წუთიდან ორ საათამდე ანდომებენ, AI პროგრამა კი ორნახევარჯერ უფრო სწრაფად მუშაობს.

ასევე, პროსტატის ჯირკვლის მკურნალობისას მედიკოსებს სურთ, შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის დაზიანება თავიდან აიცილონ — ამან შეიძლება პაციენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პრობლემები შეუქმნას.

«ეს შეიძლება იმდენად გართულდეს, რომ პაციენტის ცხოვრების მთავარ პრობლემად იქცეს». — განაცხადა დოქტორმა რაჯ ჯენამ, რომელიც თავის, კისრისა და პროსტატის კიბოს მკურნალობს.

დოქტორი ჯენა Microsoft-თან პროგრამის, სახელწოდებით InnerEye-ის მომზადებაზე წინა პაციენტების მონაცემების დახმარებით მუშაობდა.

შემდეგ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ ადდენბრუკს (Addenbrooke) 500,000 ფუნტი გადასცა, რათა ტექნოლოგიას უსაფრთხოების შემოწმება გაეარა.

მკვლევრები ამბობენ, რომ ტექნოლოგია 90% სიზუსტით მუშაობს.

«ჩვენი კონსულტანტი კოლეგები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამჯობინებენ, ვიდრე პროცესის თავად წარმართვას». — თქვა ჯენამ.

რადიოლოგთა კოლეჯის პრეზიდენტმა, დოქტორმა კეტრინ ჰალიდეიმ თქვა: «ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალით, რომელიც ზოგიერთ პროცესსა და პროცედურას რადიკალურად ცვლის».

«AI-ს აქვს შესაძლებლობა, დიაგნოსტიკური პროცესი დააჩქაროს, ექიმებს დაავადების ადრეულ აღმოჩენაში დაეხმაროს და პაციენტებს გამოჯანმრთელების საუკეთესო შანსი მისცეს».

ჰალიდეი ფიქრობს, რომ AI რადიოლოგებს ვერ ჩაანაცვლეს, უბრალოდ მათ საგრძნობლად დაეხმარება და საქმეს გაუმარტივებს.

«კლინიკური რადიოლოგები ინტერპრეტაციას უკეთებენ კომპლექსურ სკანირებას და მკურნალობას ან ქირურგიას უხელმძღვანელებენ — ეჭვგარეშეა, რომ რეალურ ცხოვრებაში კლინიკური რადიოლოგები აუცილებელი და შეუცვლელია».

ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
თემის მიხედვით
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწლავის კიბო გამოავლინა
ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწლავის კიბო გამოავლინა
თემის მიხედვით
ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწლავის კიბო გამოავლინა

ასევე წაიკითხეთ
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.