AI ინსტრუმენტები, რომლებიც ყველა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს
ხელოვნური ინტელექტის ზრდა და პროგრესი ჟურნალისტების მუშაობის სტილსა და მიდგომებს ცვლის. ეპოქაში ჟურნალისტებმა სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებს ფეხი მაქსიმალურად უნდა აუწყონ.
ხელოვნური ინტელექტის ზრდა და პროგრესი ჟურნალისტების მუშაობის სტილსა და მიდგომებს ცვლის. ეპოქაში ჟურნალისტებმა სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებს ფეხი მაქსიმალურად უნდა აუწყონ.
ჟურნალისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ლანდშაფტი მრავალფეროვანია და ეტაპობრივად ფართოვდება. დაწყებული ალგორითმებიდან, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტებს ფარული ამბების გამოვლენაში ეხმარება, დამთავრებული მანქანური სწავლების სისტემებით, რომლებიც ინტერვიუების ტრანსკრიფციას ახდენენ და მაყურებელთან ინტერაქციისთვის კონტენტს თარგმნიან.
ეს ჯერჯერობით ქართულ რეალობაში არ ხდება. თუმცა, ყველაფერი წინ არის.
«ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები ჟურნალისტური პროცესის ყველა ეტაპისთვის არსებობს, ახალი ამბების შეგროვებიდან მათ გავრცელებამდე. ადგილობრივი ნიუსრუმებისთვის AI ინსტრუმენტების მონაცემთა ბაზა, რომელიც Partnership on AI-ზე ახლახან გამოქვეყნდა, უამრავ შესანიშნავ მაგალითს აერთიანებს». — თქვა, JournalismAI-ის პროექტის მენეჯერმა (ჟურნალისტური ანალიტიკური ცენტრი, Polis მართავს) მატია პერეტიმ.
ეს ახლად აღმოჩენილი ძალა რისკებთან არის დაკავშირებული, კერძოდ მანქანური სწავლის მიკერძოებიდან დაწყებული ეთიკურ დილემებამდე.
«AI ინსტრუმენტები შეიძლება ჟურნალისტებისთვის ფასდაუდებელი რესურსი იყოს, მაგრამ აუცილებელია, ადამიანური ზედამხედველობა გარანტირებული იყოს, რათა არაზუსტი მონაცემების ან მცდარი ბრალდებების გამოქვეყნება თავიდან ავიცილოთ». — ამბობს ევროპული ჟურნალისტიკის ობსერვატორიის დირექტორი და ციფრული ჟურნალისტიკის ასისტენტ პროფესორი, კოლინ პორლეზა.
ამასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების გასაკონტროლებლად ახალ გამოწვევებს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფებიც ქმნიან, როგორებიცაა ChatGPT, DALL-E ან Midjourney. შესაძლოა, ახალი ამბების მოყვარულებმა ტრადიციულ მედიის წყაროებს გვერდი აუარონ და ამის ნაცვლად ინფორმაცია ამ სისტემების დახმარებით მიიღონ.
«ამან შეიძლება არსებული ციფრული ჟურნალისტიკის ბიზნეს ეკოსისტემა დაარღვიოს და უამრავი პრობლემა გააჩინოს, როგორიცაა წყაროს დადასტურების აუცილებლობა და გამომცემლებისა და ცალკეული ჟურნალისტების სანდოობა». — თქვა დოქტორმა, სეჯინ პაიკმა.
ამ სირთულეებით ლავირებისთვისა და მათ დასაძლევად აუცილებელია, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს კარგად იცნობდეთ. გთავაზობთ რამდენიმე AI აპლიკაციას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.
ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ხელსაწყოებს შეუძლიათ, რომ ჟურნალისტებს ინფორმაციის შეგროვების პროცესი გაუმარტივონ და მათ ფარული ისტორიების გამოვლენაში დაეხმარონ. მაგალითად, new/s/leak, «NetWork of Searchable Leaks“-ის შემოკლებული ფორმა, უფასო ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ენობრივ ტექნოლოგიებს, ასევე ვიზუალიზაციებს იყენებს, რათა ჟურნალისტებს დიდი რაოდენობით ტექსტური მონაცემების გაშიფვრაში შეუწყოს ხელი.
«სისტემა ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩვენ სიტიში, ლონდონის უნივერსიტეტში, DMINR-ით ავაშენეთ. ეს ახალი ამბების აღმოჩენისა და გადამოწმების ინსტრუმენტია, რომელიც ჟურნალისტებს დიდ მონაცემებთან მუშაობაში ეხმარება და გამოძიების ჩატარებაში უწყობს ხელს», — განმარტა პორლეზამ.
«ავტომატური მონიშვნა შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის მოსაწყენ გამოყენებად გეჩვენებოდეთ, თუმცა, ეს სისტემა ნიუსრუმებს საშუალებას აძლევს, თავიანთი უზარმაზარი არქივები მაქსიმალურად გამოიყენონ». — თქვა პორლეზამ.
არასწორმა მონიშვნამ შეიძლება მონაცემთა ბაზებში ღირებული ინფორმაციის დაკარგვა გამოიწვიოს. ამ პროცესის გასამარტივებლად, პორლეზა Varia-ს გამოყენებას გვთავაზობს. ეს ხელსაწყო, გერმანიის ბაზარზე ძალიან წარმატებულად მუშაობს. ის კატეგორიზაციის სისტემას ინტელექტუალური ძიებით უზრუნველყოფს და ავტომატური მონიშვნისთვისა და დაარქივებისთვის იდეალურია.
ტექსტიდან მეტყველებამდე (Text to speech) ხელოვნურ ინტელექტს, როგორიცაა Eleven Labs, წერილობითი ტექსტის ბუნებრივ მეტყველებად გარდაქმნა შეუძლია, რაც ინფორმაციას უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, უსინათლოებისთვის.
ანალოგიურად, მეტყველებიდან ტექსტამდე (Speech to text) პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა Trint, აუდიოსა და ვიდეოს გადაწერა მრავალ ენაზე შეუძლია, რაც ფართო აუდიტორიის ხელსაყრელია, მათ შორის სმენადაქვეითებული ადამიანებისთვისაც.
მოვლენებისა და თემების რეალურ დროში მონიტორინგი სიახლეების სწრაფი ტემპის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია. AI-მ ეს ისეთი ინსტრუმენტით გაადვილა, როგორიცაა NewsWhip, რომელიც ისტორიებსა და თემებს პროგნოზირებს, რომლებიც მომდევნო საათებში ტენდენციური იქნება. ის საზოგადოებისა და მედიის ინტერესს თვალყურს გამუდმებით ადევნებს.
კიდევ ერთი პლატფორმა, Factmata, სოციალურ მედიას, სტატიებსა და ბლოგ პოსტებს აანალიზებს, რათა მსგავსი მოსაზრებები ნარატივებში დააჯგუფოს და ჟურნალისტს კონკრეტული თემის შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ამასთან ერთად, მისი გამოყენებით, ჟურნალისტებს შეუძლიათ, თვალყური უახლეს მოვლენებს ადევნონ.
Audemic ჟურნალისტებსა და კონტენტის შემქმნელებს ახალი ამბების შეგროვებისა და მოხსენების პროცესს უმარტივებს და მათ ძვირფას დროს საგრძნობლად აზოგინებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, სამეცნიერო ნაშრომი ატვირთონ და პროგრამა ტექსტის აუდიო ვერსიას შექმნის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, რომ მიმოხილვაზე სწრაფი წვდომა ჰქონდეთ, კონკრეტულ განყოფილებებზე გადავიდნენ, აუდიოს მოუსმინონ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონიშნონ და ჩანაწერები მარტივად გააკეთონ. ეს ყველაფერი კვლევას უფრო ეფექტურს ხდის.