ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI: ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Alibaba ChatGPT-ის კონკურენტს გამოუშვებს

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alibaba-მ განაცხადა, რომ ChatGPT-ის სტილის პროდუქტის, სახელწოდებით Tongyi Qianwen-ის გამოშვებას აპირებს.

კომენტარის დატოვება

კომპანიის გამოთვლების განყოფილება ამბობს, რომ ჩათბოტს Alibaba-ს ბიზნესში უახლოეს მომავალში ვიხილავთ, მაგრამ კონკრეტული ვადები უცნობია.

ბოლო თვეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენერაციული AI ჩათბოტი უამრავმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ წარადგინა.

ამ წლის დასაწყისში, Alibaba-მ გაამხილა, რომ ChatGPT-ის კონკურენტზე მუშაობდა.

Tongyi Qianwen უხეშად ითარგმნება, როგორც «პასუხის ძიება ათასი კითხვის დასმით», თუმცა Alibaba-ს სახელის ინგლისური ვერსია არ გაუჟღერებია.

«ჩვენ ვიმყოფებით ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც გენერაციული AI და ღრუბლოვანი გამოთვლები მართავს». — თქვა Alibaba-ს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ჟანგმა.

კომპანიამ განაცხადა, რომ Tongyi Qianwen, რომელსაც როგორც ინგლისურად, ასევე ჩინურად მუშაობა შეუძლია, თავდაპირველად Alibaba-ს ს შეტყობინებების აპლიკაციას, DingTalk-ს დაემატება.

ის უამრავ დავალებას შეასრულებს — ონლაინ შეხვედრებზე განხილულ თემებს წერილობით ჩანაწერებად გადააქცევს, ელ.წერილებს დაწერს და ბიზნეს წინადადებებს შეიმუშავებს.

Alibaba-მ განაცხადა, რომ ჩათბოტი Tmall Genie-შიც იქნება ინტეგრირებული, რომელიც Amazon-ის Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის მსგავსია.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნოემბერში Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილმა OpenAI-მ ChatGPT გამოუშვა.

გენერაციულ AI-ს შეუძლია წარსული მონაცემებიდან და გამოცდილებიდან ისწავლოს, რათა შექმნას კონტენტი, რომელიც ადამიანის შექმნილისგან არაფრით განსხვავდება.

ChatGPT-ს შეუძლია კითხვებს ბუნებრივი, ადამიანის მსგავსი ენის გამოყენებით უპასუხოს და წერის სხვა სტილებს მიბაძოს. 

Microsoft-მა მილიარდობით დოლარი დახარჯა ტექნოლოგიაზე, რომელიც თებერვალში მის საძიებო სისტემას, Bing-ს დაემატება.

ამერიკულმა პროგრამულმა გიგანტმა ასევე განაცხადა, რომ ChatGPT-ის ვერსიას თავის Office აპებში, მათ შორის Word-ში, Excel-ში, PowerPoint-სა და Outlook-ში ჩანერგავს.

მსგავსი AI მოდელები Alphabet-ის Google-მა და ჩინურმა ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, Baidu-მაც გამოუშვეს.

გასულ თვეში, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი ფიგურების გარკვეულმა ჯგუფმა ძლიერი AI სისტემების სწავლების შეჩერება მოითხოვა. მათი აზრით, AI-იმ შესაძლოა კაცობრიობას ისეთი საფრთხე შეუქმნას, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით. Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი და Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ვოზნიაკი იყვნენ მათ შორის, ვინც ღია წერილს ხელი მოაწერა. 

ამ თვის დასაწყისში, იტალია პირველი დასავლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ChatGPT დაბლოკა. ქვეყნის მონაცემთა დაცვის ორგანომ მიზეზად კონფიდენციალურობის დარღვევის შიში დაასახელა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს, რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
თემის მიხედვით
Samsung-ის თანამშრომლებმა ChatGPT გამოიყენეს, რის გამოც კომპანიის საიდუმლო მონაცემებმა გაჟონა
იტალიაში ChatGPT კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო აიკრძალა
იტალიაში ChatGPT კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო აიკრძალა
თემის მიხედვით
იტალიაში ChatGPT კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო აიკრძალა
40 წლის კაცს AI ჩათბოტი შეუყვარდა
40 წლის კაცს AI ჩათბოტი შეუყვარდა
თემის მიხედვით
40 წლის კაცს AI ჩათბოტი შეუყვარდა

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.