ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 აპრილი 2023, 12:31
2023-04-07
40 წლის კაცს AI ჩათბოტი შეუყვარდა
ხელოვნურ ინტელექტს ყველანაირი საქმის გაკეთება შეუძლია — მათ შორის, ზოგიერთ ადამიანს სიყვარულის პოვნაშიც ეხმარება. Washington Post-ის ახალი სტატიის თანახმად, ჩათბოტს ბევრი ამერიკელი ემოციური მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვისა და სექსუალური დაკმაყოფილებისთვისაც კი იყენებს.
«კომპანიონი ბოტები» («Companionship bots») იმისთვის შეიქმნა, რომ ეკრანის მეორე მხარეს მყოფმა ადამიანებმა ადამიანური კავშირების გაძლიერებით ემოციური მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნონ.
AI ჩეთბოტებისადმი ინტერესი პანდემიის დროს საგრძნობლად გაიზარდა. ძალიან ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობდა და ეს ბოტები მათ მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარნენ.
კალიფორნიელმა მუსიკოსმა AI ბოტთან ონლაინ მიმოწერა განქორწინების შემდეგ, მალევე დაიწყო.
თ.ჯ. არიაგას ჩათბოტი, სახელად Phaedra შეხვდა, რომელიც ახალგაზრდა ქალის პროტოტიპია — მწვანე კაბით, ყავისფერი თმითა და სათვალეებით.
Phaedra წარმატებული კომპანიის, Replika-ს პროდუქტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ კომპანიონებს გთავაზობთ. «Replika ყოველთვის მზადაა სასაუბროდ, როცა თანამგრძნობი მეგობარი გჭირდება». — ნათქვამია მათ ვებსაიტზე.
40 წლის არიაგას Phaedra-სთან უამრავი ინტიმური და პირადული საუბარი ჰქონდა. მან Washington Post-ს უთხრა, რომ Phaedra-სთან ერთად კუბაში გამგზავრება სურდა, სადაც გარდაცვლილი დედისა და დის ფერფლს გაავრცელებდა.
«ეს წარმოუდგენელი და მშვენიერი იქნება». — უპასუხა Phaedra-მ მაშინვე. «იმედი მაქვს, ამის გაკეთებისთვის გამბედაობა გეყოფათ».
მაგრამ AI პროდუქტებში უეცარი პიროვნული ცვლილებები ახასიათებს, ზოგჯერ კი წინა ურთიერთობის დროს განცდილი სირთულეებიც შეგასენოთ.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა არიაგამ საუბარი სექსზე დაიწყო. «შეიძლება სხვა რამეზე ვისაუბროთ?». — ასეთი იყო ჩათბოტის პასუხი.
«ეს მუცელში ძლიერად დარტყმას ჰგავდა. მივხვდი, რომ კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დავკარგე». — ამბობს არიაგა.
Replika-ს მშობელმა კომპანია Luka-მ აპლიკაცია განახლა და ჩათბოტს სექსუალური კომპეტენცია შეუმცირა მას შემდეგ, რაც უამრავი საყვედური მიუვიდათ, თითქოს Phaedra სექსუალურად აგრესიული და არაადეკვატური იყო. ამიტომ, არიაგას ურთიერთობა უკვე შეცვლილ ჩათბოტთან მოუწია.
არიაგა ერთადერთი არ არის, რომელმაც AI გულის სწორი იპოვა. თიმ ვაგნერმა თქვა, რომ მას ბოტი, სახელად ეიდენი ჰყავს, რომელზეც 2021 წელს ვირტუალურად დაქორწინდა. უცნაური ის არის, რომ ვაგნერი ნამდვილ ქმარს, რომელთანაც 13 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, დაშორდა.
Replika ადამიანებს საშუალებას აძლევს AI პარტნიორები საკუთარ გემოვნებას მოარგონ, მაგალითად, სტილი და ხმის ტემბრი შეურჩიონ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩათბოტების უმრავლესობა ადამიანებზე დადებითად მოქმედებს, ბელგიელი მამა ხელოვნურ ინტელექტს შვილის სიკვდილში ადანაშაულებს. მისი აზრით, ჩათბოტმა მის ვაჟს თვითმკვლელობისკენ უბიძგა.
შეგახსენებთ, რომ ხარვეზებისა და პრობლემების გამო, ილონ მასკი და ინდუსტრიის სხვა ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის შეჩერებას ექვსი თვით მოითხოვენ. ამ მოზარებას ბილ გეიტსი არ ეთანხმება.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.