ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

იტალიაში ChatGPT კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო აიკრძალა

იტალია პირველი დასავლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ყველაზე პოპულარული ჩათბოტი, ChatGPT დაბლოკა. იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ განაცხადა, მოდელთან დაკავშირებით კონფიდენციალურობის შეშფოთება არსებობს.

კომენტარის დატოვება

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის OpenAI-ის ჩათბოტს დაუყოვნებლივ აკრძალავს და გამოიძიებს. თუმცა კომპანია თვლის, რომ მათი მხრიდან, კონფიდენციალურობის კანონები დაცული იყო.

ChatGPT მილიონობით ადამიანმა გამოიყენა მას შემდეგ, რაც ის 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა.

მას შეუძლია კითხვებს ბუნებრივი, ადამიანის მსგავსი ენის გამოყენებით უპასუხოს და ასევე შეუძლია წერის სხვა სტილებს მიბაძოს.

Microsoft-მა მასზე მილიარდობით დოლარი დახარჯა. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგიას თავის Office აპებში, მათ შორის Word-ში, Excel-ში, PowerPoint-სა და Outlook-ში, გამოიყენებს

ხელოვნური ინტელექტი პოტენციურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა სამუშაოს გარკვეული ნაწილის ავტომატიზაცია მოხდეს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. ასევე ჩათბოტი არც დეზინფორმაციის გავრცელებას ერიდება და ზოგჯერ მიკერძოებულიც არის.

ამ კვირის დასაწყისში, ტექნოლოგიების წამყვანმა ფიგურებმა, მათ შორის ილონ მასკმა, ამ ტიპის AI სისტემების შეჩერება მოითხოვეს, რადგან თვლიან, რომ მათი გაკონტროლება მალე შეუძლებელი გახდება.

იტალიურმა მარეგულირებელმა თქვა, რომ ის არა მხოლოდ დაბლოკავს OpenAI-ის ჩათბოტს, არამედ გამოიძიებს, ერგება თუ არა ის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR).

GDPR იმ გზას არეგულირებს, რომლითაც შეგვიძლია, პერსონალური მონაცემები  გამოვიყენოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ.

მარეგულირებელმა 20 მარტს განაცხადა, რომ ჩათბოტი მომხმარებლის საუბრებსა და გადახდის ინფორმაციას ინახავდა. მათი თქმით, პერსონალური მონაცემების მასობრივი შეგროვება/შენახვა დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ BBC-ს განუცხადა, რომ იტალიური მარეგულირებლის ნაბიჯს დეტალურად სწავლობს, რათა მათი ქმედების საფუძველი გაიგოს.

კიბერუსაფრთხოების პროვაიდერმა, დენ მორგანმა თქვა, რომ აკრძალვა ევროპაში მოქმედი კომპანიებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას ნათლად ასახავს.

«ბიზნესებმა პრიორიტეტი პერსონალური მონაცემების დაცვას უნდა მიანიჭოს და მონაცემთა დაცვის მკაცრ რეგულაციას დაემორჩილოს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაწესებული». — თქვა მან.

ChatGPT რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაბლოკილია, მათ შორის ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

OpenAI-მ BBC-ის განუცხადა, რომ მან მონაცემთა დაცვის იტალიური მარეგულირებლის (Garante) მოთხოვნით, ChatGPT იტალიაში ოფიციალურად გამორთო.

«ჩვენ მზად ვართ ადამიანების კონფიდენციალურობა დავიცვათ და გვჯერა, რომ GDPR-სა და კონფიდენციალურობის სხვა კანონებს სრულად ვიცავთ. ჩვენ Garante-სთან მჭიდრო თანამშრომლობას მოუთმენლად ველით და მათ ჩვენი სისტემების მუშაობის სტილს აუცილებლად ავუხსნით». — წერს კომპანია.

OpenAI-მ თქვა, რომ ChatGPT-ის იტალიაში დაბრუნებას მოუთმენლად ელის.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
თემის მიხედვით
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.