ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა

კომენტარის დატოვება
საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა

Agile Mentor- ის ორგანიზებით საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა. მოწვეულმა სპიკერებმა საზოგადოებას ახალი საერთაშორისო მიდგომები, ასევე ქართული ბიზნეს კომპანიებისა და კომერციული ბანკების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. 

3-საათიან ღონისძიებაზე Agile ტრანსფორმაციით დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, Agile პრაქტიკოსები და Agile გუნდებში მომუშავე ექსპერტები გაეცნო. ასევე მათ პრაქტიკული ქეისების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და პანელურ დისკუსიებშიც ჩაერთვნენ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა წამყვანი კომპანიების Agile ლიდერებმა მიიღეს:

  • EPAM
  • თიბისი ბანკი
  • ლიბერთი ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • კრედო ბანკი
  • Signify
  • DevOps Community
  • IT Academy Step
  • Skillwill
  • Edutech

Agile Mentor ინოვაციური კომპანიაა, რომელიც ქართველ  სქრამ მასტერებს (Scrum Master),  პროდუქტის მფლობელებს (Product Owner), პროექტის მენეჯერებs, HR-ებსა და კომპანიის ლიდერებს საინტერესო Agile მოგზაურობას სთავაზობს, თანაც ქართულ ენაზე.

Agile Mentor მარია ღლონტმა დააარსა, რომელმაც dev.ge-სთან სამიტის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიებისადმი ინტერესი დიდი აღმოჩნდა.

მარია ღლონტი
«სამიტს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. გვყავდა 3 სპიკერი, მათ შორის ერთი უცხოელი. გაიმართა ორი პანელური დისკურია — ერთი ეხებოდა ტრანსფორმაციის გამოცდილების გაზიარებას, ხოლო მეორე — Agile პრაქტიკების გამოყენებას. ღონისძების მხარდამჭერმა კომპანიებმა პრიზები დააწესეს — გვქონდა 4 გათამაშება, შესაბამისად 4 ადამიანი დავაჯილდოვეთ». 

მარიას თქმით, ღონისძიების მონაწილეებისგან უკუკავშირი დადებითი აღმოჩნდა და მათ მსგავსი სამიტის მომავალში ჩატარება ითხოვეს.

«შემდეგ სამიტს სექტემბერში ვგეგმავთ, რომლის მხარდაჭერის სურვილი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა». — განაცხადა მარია ღლონტმა.



ასევე წაიკითხეთ
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის Pitch კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი Wempler გახდა. მას $20 000 გადაეცა. 
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
Epam-მა საქართველოში საგანმანათლებლო პლატფორმა UpSkill დანერგა. «ისწავლე ჩვენთან და გარანტირებულად დასაქმდი IT სფეროში». — აცხადებს კომპანია. 
თიბისი ტექ გუნდი Tbilisi Open Air-ის ციფრულ თამაშის მიღმა
თიბისი ტექ გუნდი Tbilisi Open Air-ის ციფრულ თამაშის მიღმა
თიბისი ტექ გუნდი Tbilisi Open Air-ის ციფრულ თამაშის მიღმა
★ ფასიანი თანამშრომლობა სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველით, ახლოვდება. თიბისი უკვე მრავალი წელია, ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომაც, წელს ბანკის ციფრულმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის საინტერესო და სახალისო თამაში შეეთავაზებინა და მუსიკალური დღესასწაულის ბილეთებითაც დაესაჩუქრებინა.
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
4 ივლისს ტექნოპარკში Agile სამიტი ჩატარდება. ღონისძიებას, რომელიც GITA-სთან პარტნიორობით იმართება, Agile Mentor  და მარია ღლონტი უმასპინძლებენ. ეს არის პირველი ივენთი, რომელიც საქართველოში Agile-ის შესახებ ფიზიკურ სივრცეში ტარდება. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.