«ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებლები არიან ყველაზე კარგი წყარო სწავლისთვის»
სტივ ჯობსი
«სისულელეა, დაიქირავო ჭკვიანი ადამიანები და უთხრა მათ, რა აკეთონ. ვქირაობთ ჭკვიან ადამიანებს, რათა მათ გვითხრან, რა ვაკეთოთ ჩვენ».
სტივ ჯობსი
«ვფიქრობ, თუ რაღაცას აკეთებ და ის კარგია, მალევე უნდა წახვიდე წინ და სხვა შესანიშნავი რამის გაკეთება დაიწყო. დიდხანს არ იფიქრო იმაზე, რაც უკვე გააკეთე — იფიქრე იმაზე, რა იქნება შემდეგ».
ჯეფ ბეზოსი
«თუ ჯიუტი არ ხარ, ექსპერიმენტებს ძალიან ადრე შეეშვები. თუ მოქნილი არ ხარ, ვერ დაინახავ გამოსავალს იმ პრობლემიდან, რომლის გადაწყვეტასაც ცდილობ».
მარკ ზაკერბერგი
«ყველაზე დიდი რისკი არგარისკვაა. სამყაროში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, ერთადერთი სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად წარუმატებლობას გვიქადის, სწორედ რისკის არაღებაა».
ტიმ კუკი
«თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ენდეთ ინტუიციას, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეთ, რათა მისი სისწორე დაადასტუროთ».
მელისა მეიერი
«იმუშავე იმისთვის, ვისაც შენი სჯერა. იმიტომ, რომ ვისაც შენი სჯერა, შენში ინვესტიციასაც დებს».
ჯეკ მა
«მე ყველაფერს ვაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ მომხმარებელი კმაყოფილია, თანამშრომელი კმაყოფილია, საზოგადოება — ჯანმრთელია. მე ყურადღებას გავამახვილებდი არა ფულის შოვნაზე, არამედ — ღირებულებების შექმნაზე».
სტოვ ვოზნიაკი
«ის, რაც მე და სტივ ჯობსმა და ამავე დროს, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა გააკეთეს — არ გვქონდა დანაზოგი, არ გვყავდა მეგობრები, რომლებსაც ფულის სესხება შეეძლოთ. მაგრამ გვქონდა იდეები, მე კი ცხოვრებაში ერთადერთი რამე მსურდა — ვყოფილიყავი რევოლუციის ნაწილი».
საქართველოში პირველი Agile სამიტის ორგანიზების შემდეგ, Agile Mentor განსაკუთრებული ამბისთვის ემზადება — 31 ოქტომბრის ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი წარდგება.