ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
14 ივნისი 2023, 10:52
2023-06-14
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება
4 ივლისს ტექნოპარკში Agile სამიტი ჩატარდება. ღონისძიებას, რომელიც GITA-სთან პარტნიორობით იმართება, Agile Mentor და მარია ღლონტი უმასპინძლებენ. ეს არის პირველი ივენთი, რომელიც საქართველოში Agile-ის შესახებ ფიზიკურ სივრცეში ტარდება.
4 ივლისს ტექნოპარკში Agile სამიტი ჩატარდება. ღონისძიებას, რომელიც GITA-სთან პარტნიორობით იმართება, Agile Mentor და მარია ღლონტი უმასპინძლებენ. ეს არის პირველი ივენთი, რომელიც საქართველოში Agile-ის შესახებ ფიზიკურ სივრცეში ტარდება.
3-საათიან ღონისძიებაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
🤝 ჩაერთოთ ნეთვორქინგში Agile პროფესიონალებთან: გაიცნოთ Agile პრაქტიკოსები და Agile გუნდებში მომუშავე ექსპერტები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
📚 მიიღოთ ინფორმაცია პრაქტიკული ქეისების შესახებ: Agile — ის წარმატებული დანერგვის რეალური ქეისები, ამ გზაზე არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა.
🙋♂️ ჩაერთოთ პანელურ დისკუსიებში: სესიებში განხილული იქნება როგორც ინდუსტრიის უახლესი ტრენდები, ასევე მოლოდინები სამომავლოდ Agile მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
Agile სამიტზე პრაქტიკულ ქეისებს მოხსენების სახით გააზიარებენ და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ Agile ლიდერები შემდეგი კომპანიებიდან:
EPAM;
თიბისი ბანკი;
ლიბერთი ბანკი;
საქართველოს ბანკი;
კრედო ბანკი;
Signify;
DevOps Community;
IT Academy Step;
Skillwill;
Edutech;
ღონისძიების ორგანიზატორი, Agile Mentor-ის დამფუძნებელი, მარია ღლონტი dev.ge-ს ეუბნება:
«აუდიტორიას შეეძლება, ნახოს, რა გამოცდილება შეიძინეს agile ტრანსფორმაციის და პრაქტიკების გამოყენების გზაზე სხვა ქართულმა კომპანიებმა. გვეყოლება საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ტრანსფორმაციების ქეისებზე ისაუბრებს. სამიტს ექნება 2 დანიშნულება: ქართული კომპანიების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და ევროპული ქვეყნების ანალიზი. ასევე, დამსწრეები გაიგებენ, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში ეჯაილ პროფესიების სწავლის და განვითარების ნაწილში».
AgileXchange განახლებული ფორმატითა და ყველაზე აქტუალური საკითხებით ბრუნდება
საქართველოში ორი მნიშვნელოვანი Agile სამიტის ორგანიზების შემდეგ, Agile Mentor 2024 წელს პირველ ღონისძიებას გამართავს — განახლებული ფორმატით, საერთაშორისო სპიკერებითა და ყველაზე აქტუალური საკითხებით. სამიტი 26 აპრილს, 6 საათზე, The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართება.
უკვე ერთ წელზე მეტია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და ასაჩქარებლად თიბისიმ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს.