ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Agile Summit — 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

კომენტარის დატოვება

ღონისძიების მთავარი გამომსვლელები საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი, ანტონ მარკი და ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნებიან.

ალისტერ ქობერნი 2020 წელს ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს შორის დასახელდა, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.

ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.

თიბისი ქვეყნის მასშტაბით ეჯაილის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათი მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ღონისძიებაზე თიბისის ეჯაილ მწვრთნელი და ჯგუფის ლიდერი, გუკა კიტია თიბისის გუნდიდან სპიკერის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

«თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა. სამიტების კულტურა ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეალური პრაქტიკების გაზიარებისთვის და კოლეგებთან შეხვედრისთვის, რათა ჩვენი ორგანიზაციების ყოველდღიურობას დროებით ჩამოვშორდეთ, დავინახოთ სხვების გამოწვევები და სამუშაო გარემოში დაბრუნებისას გაცილებით უფრო რაციონალურად დავაკვირდეთ ჩვენს სამუშაო მიდგომებს». — თქვა გუკა კიტიამ. 

  • ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე.
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თემის მიხედვით
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნია
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია
თემის მიხედვით
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია

ასევე წაიკითხეთ
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI  კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისის დეველოპერები ლისაბონში OutSystems One-ის კონფერენციას დაესწრნენ
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ. OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.  მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.