ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

8 მარტივი დამატებითი სამუშაო პროგრამისტებისთვის თანხის გამოსამუშავებლად

როდესაც დრო ძალიან ცოტაა, ხოლო საქმე — ძალიან ბევრი, ადამიანები ცდილობენ, ფოკუსირდნენ იმაზე, რაც აქვთ და თავიანთ პოზიციებზე გაზარდონ შემოსავალი. ფულის გამომუშავება ნამდვილად რთული საქმეა, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელი ხდება, რომ ჩვენი ცოდნით მეტი თანხა გამოვიმუშაოთ. Medium-ზე გამოქვეყნებულ ამ ბლოგში შემოთავაზებულია 8 მარტივ დამატებითი სამუშაო პროგრამისტებისთვის, რომლის დაწყებაც 2023 წელს შეგიძლიათ.

კომენტარის დატოვება
8 მარტივი დამატებითი სამუშაო პროგრამისტებისთვის თანხის გამოსამუშავებლად

როდესაც დრო ძალიან ცოტაა, ხოლო საქმე — ძალიან ბევრი, ადამიანები ცდილობენ, ფოკუსირდნენ იმაზე, რაც აქვთ და თავიანთ პოზიციებზე გაზარდონ შემოსავალი. ფულის გამომუშავება ნამდვილად რთული საქმეა, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელი ხდება, რომ ჩვენი ცოდნით მეტი თანხა გამოვიმუშაოთ. Medium-ზე გამოქვეყნებულ ამ ბლოგში შემოთავაზებულია 8 მარტივ დამატებითი სამუშაო პროგრამისტებისთვის, რომლის დაწყებაც 2023 წელს შეგიძლიათ.

ტექნოლოგიური კონტენტის წერა

ტექნოლოგიური კონტენტის წერა პირველი დამატებითი სამუშაოა, რომელიც ყველა პროგრამისტმა უნდა აღმოაჩინოს.

კონტენტის წერას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მათ შორის:

  • ტექნოლოგიურ საკითხებზე წერა დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საგანი და აღმოაჩინოთ ხარვეზები თქვენს ცოდნაში.
  • ტექნოლოგიურ საკითხებზე წერით თქვენს ცოდნას სხვებს გაუზიარებთ და დაეხმარებით მათ საკითხის უკეთ გაცნობაში.
  • გაიჩენთ უფრო მეტ კავშირებს. ხალხი დაიწყებს თქვენი უნარებითა და პროფილით დაინტერესებას და შესაძლოა რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც კი გამოგიჩნდეთ.

წერის დასაწყებად კარგი ადგილებია LinkedIn, Twitter, Medium, Dev.to, ან Hashnode.

ამასთან, ძალიან ცოტა დრო დაგეხარჯებათ, რადგან შეგიძლიათ შაბათ-კვირას დაწეროთ იმ საკითხებზე, რომლებიც კვირის განმავლობაში ისწავლეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნაწერი აუდიტორიას გაუზიაროთ.

ონლაინ პროდუქტების აწყობა ChatGPT-ის დახმარებით

Medium-ის ბლოგში საუბარია ორ კოლეგაზე, რომლებმაც გამორჩეული პროდუქტები შექმნეს, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია. პირველი პროდუქტი უფასოდ გაასაჯაროვეს. მეორე პროდუქტის შექმნისას კი გამომწერებს თანხა მოსთხოვეს.

როგორ მოახერხეს თავისი პროდუქტის პოპულარიზაცია და რეკლამა? — უპირველეს ყოვლისა, ProductHunt-ის სიაში მოხვდნენ და შეტყობინებები გაუგზავნეს მეგობრებს პროდუქტის გამოცდის თხოვნით.

ამის შემდეგ კი LinkedIn შემოდის, რომელსაც მომხმარებლების მოზიდვა შეუძლია. 

ChatGPT-ის წყალობით, პროდუქტიულობა გაიზარდა და წარმოების დრო შემცირდა. მსგავსი პროდუქტის შექმნა შეუძლია სცადოს ნებისმიერმა, ვისაც აქვს უნარები მანქანურ სწავლებაში, ვების განვითარებაში, აპლიკაციების შემუშავებასა და სხვა კონკრეტულ სექტორებში.

შენიშვნა: კოლეგებმა თავდაპირველად რამდენიმე ძირითადი აპლიკაცია შექმნეს როგორიცაა, მაგალითად AI სურათების გენერატორი და ინსპირაციული ციტატების გენერატორი, სანამ უფრო რთულ დავალებებს შეეჭიდებოდნენ.

საჯარო პროდუქტების წარმოებამ შესაძლოა სარგებელი სხვადასხვა გზით მოგიტანოთ, მათ შორის, პროექტზე დაყრდნობით სამუშაო ადგილის შემოთავაზება, მეტი მომხმარებელი თქვენი პროდუქტისთვის და, რა თქმა უნდა, მეტი კავშირები.

API-ის გაყიდვა

API- ს (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) გაყიდვა შესაძლოა ფულის გამომუშავების მომგებიან და მოქნილ გზად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე ხართ ვებ დეველოპერი, რომელიც კარგად იცნობს API-ს.

API არის სხვადასხვა პროგრამული სისტემების ერთმანეთთან კომუნიკაციისა და მონაცემების გაცვლის გზა. ისინი გამოიყენება ინდუსტრიების ფართო სპექტრში, მათ შორის, ფინანსებში, ჯანდაცვასა და ელექტრონულ კომერციაში.

თუ გსურთ საქმიანობის დაწყება, შეგიძლიათ რამდენიმე YouTube ვიდეოსაც უყუროთ. ბლოგის ავტორი ამ ვიდეოს გირჩევთ:

არსებობს რამდენიმე პლატფორმა, როგორიცაა RapidAPI, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ, გაყიდონ API და მიიღონ პროცენტული შემოსავლის გამომუშავება მათი API-ის გამოყენებისას. იმისთვის, რომ ამ პლატფორმებზე თქვენი API გაყიდოთ, დაგჭირდებათ მისი შექმნა, დოკუმენტირება და გამოყენების ფასის დადგენა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, API პირდაპირ კლიენტებს მიყიდოთ თქვენივე ვებსაიტის მეშვეობით ან პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირების გზით.

თქვენი API-ს გაყიდვისას მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ მის ღირებულებას და ფუნქციონირებას.

თუ თქვენ მოგმართავთ კომპანია, რომელსაც სურს, რომ API მათთვის შექმნათ, მნიშვნელოვანია, კარგად გამოიკვლიოთ კომპანიის რაობა. დარწმუნდით, რომ იცით მათი ბიზნეს მოდელისა და შემოსავლის გამომუშავების პირობები.

ასევე კარგი იდეაა, რომ ყველაფერი წერილობით ფორმატში შეინახოთ, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.

საერთო ჯამში, API-ს გაყიდვა შეიძლება საკმაოდ მომგებიანი დამატებითი სამსახური იყოს ვებ დეველოპერისთვის, რომელსაც საჭირო უნარები და მარკეტინგული გათვლები აქვს.

გამომუშავება Figma-ს დახმარებით

ადამიანების უმეტესობას სურს იმის დანახვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია პოტენციურ კადრს. სწორედ ამიტომ, საჭიროა თქვენი პროექტები გამოაქვეყნოთ ინტერნეტში და კლიენტები ასე იპოვოთ. დიზაინერული სამუშაოებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა Figma.

Figma-ს გამოყენებით ფულის გამომუშავების რამდენიმე გზა არსებობს:

  • ფრილანსინგი — შეგიძლიათ თქვენი დიზაინის სერვისები შესთავაზოთ სხვადასხვა კლიენტს, როგორც ფრილანსერმა. Figma-ს გამოყენებით შექმნათ და გაუზიაროთ თქვენი დიზაინები. შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები ონლაინ ბაზრების საშუალებით, როგორიცაა Upwork, Freelancer ან Fiver, ან სერვისების მარკეტინგით თქვენი საკუთარი ვებსაიტის ან სოციალური მედიის არხების საშუალებით.
  • დიზაინის შაბლონების გაყიდვა — თუ თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის დიზაინის შაბლონების შექმნის ნიჭი, შეგიძლიათ მათი გაყიდვა ისეთი პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Creative Market ან Figma. ისინი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ და გაუზიაროთ დიზაინის შაბლონები სხვებს, რაც მათ  ამ ტიპის ბიზნესისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად აქცევს.
  • კურსების შექმნა და გაყიდვა — შეგიძლიათ, შექმნათ და გაყიდოთ კურსები, რომლითაც სხვებს ასწავლით, როგორ გამოიყენონ Figma ან როგორ შექმნან კონკრეტული ტიპის დიზაინი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Udemy ან Skillshare, რომ მიაღწიოთ დიდ აუდიტორიას და მოახერხოთ თქვენი კურსების მონეტიზაცია.
  • ციფრული ან ფიზიკური პროდუქტების დიზაინი და გაყიდვა — Figma-ს გამოყენება შეგიძლიათ ფიზიკური ან ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, როგორიცაა მაისურები, სტიკერები ან ტელეფონის ქეისები და გაყიდოთ ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე.

გამომუშავება Canva-ს საშუალებით

თქვენ შეგიძლიათ Canva-ს გამოყენება ვების დიზაინის და სხვადასხვა შაბლონის შესაქმნელად.

Canva-ს აქვს შაბლონების ფართო სპექტრი, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი კლიენტების მოთხოვნილებებს. პროფესიონალური სერვისის გამოწერის შემთხვევაში, თქვენი წვდომა დიზაინის ელემენტებზე იზრდება.

Canva-ს გამოყენება დაგეხმარებათ, გაამარტივოთ თქვენი სამუშაო პროცესი და ნაკლებ დროში შექმნათ მაღალი ხარისხის დიზაინი. ამას განსაკუთრებული სარგებელი მჭიდრო ვადებისა და ბევრი კლიენტის შემთხვევაში მოაქვს.

ფულის გამომუშავება Canva-ზე შაბლონების გაყიდვითაც შეგიძლიათ> Canva Creators პროგრამა ამჟამად ღიაა მხოლოდ კონკრეტული დიზაინერებისთვის. მაგრამ თუ დიზაინში თქვენი უნარები დახვეწილია, შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციას გაწევრიანების მოთხოვნით.

ზოგიერთი დიზაინერი დამატებითი თანხის გამომუშავებისთვის Canva-ს მომხმარებლებს დიზაინის შექმნასაც ასწავლის.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება

კრიპტოვალუტები და NFT გლობალური ბაზრიდან არ გამქრალა, თუმცა, მათი პოპულარობა შემცირდა. ფიზიკურ პირებს აღარ სურთ თავიანთი ფულის ისეთ ბაზარზე ინვესტირება, რომელსაც ღირებულება აღარ აქვს.

სანაცვლოდ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით გარკვეული პროდუქტების შემუშავებას შეუძლია, რეალურად დაეხმაროს მომხმარებელს თავისი პრობლემის მოგვარებაში. ბლოკჩეინის პროდუქტებს ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა.

გახდით ონლაინ კონსულტანტი

გაქვთ გამოცდილება ვებისა და აპლიკაციების დეველოპინგში ან პროგრამირების სხვა ასპექტებში? თუ ასეა, შეგიძლიათ, თქვენი ცოდნა ფულის გამოსამუშავებლად გამოიყენოთ.

ბლოგის ავტორი თავისი გამოცდილებიდან გვიყვება, რომ LinkedIn-ზე ერთ-ერთი ფირმა დაუკავშირდა, რომელიც ეძებდა კონსულტანტს ვების დეველოპინგის გამოცდილებით. ისინი ეძებდნენ კადრს, რომელიც დაეხმარებოდა მათ დეველოპერებს, როდესაც ისინი მთავარ პრობლემებს წააწყდებოდნენ და ასევე ადამიანს, რომელიც მომხმარებლების შეკითხვებზე გასცემდა პასუხს.

ეს არ იყო ტრადიციული სამუშაო, რომელსაც მთელი დღე სჭირდებოდა და გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟურნალისტისთვის საკმაოდ მარტივიც აღმოჩნდა.

ეს კარგი გზაა დამატებითი შემოსავლის მოსაპოვებლად და მიუხედავად იმისა, რომ დამწყებებისთვის არ არის, სფეროში შუალედური დონის მიღწევისას, ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება.

პროგრამირების პროდუქტების გაყიდვა

სტატიის ავტორმა ციფრული პროდუქტების გაყიდვაც სცადა და სამიზნე ბაზრად Gumroad აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ Gumroad ამჟამად უფრო დიდ პროცენტს იხდის თითოეული გაყიდვისთვის, ჟურნალისტმა წარსულშიც შეძლო სამყოფი თანხის გამომუშავება.

მან თავისი პროდუქტი ბაზარს უფასოდ შესთავაზა. თუმცა, მასში თანხა გადაიხადეს.

თუ ხართ პროგრამისტი ან გაქვთ სხვა ციფრული პროდუქტების შეთავაზება, ბაზარზე გაყიდვის დაწყება მომგებიანი იქნება. ეს თქვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის მონეტიზაციის გზაა. მცირედი დაწინაურებითა და შრომით მნიშვნელოვან შემოსავალსაც მიიღებთ.

AI-ის 5 ინსტრუმენტი რომლებიც დეველოპერებმა 2023 წელს უნდა გამოიყენონ
AI-ის 5 ინსტრუმენტი, რომლებიც დეველოპერებმა 2023 წელს უნდა გამოიყენონ
თემის მიხედვით
AI-ის 5 ინსტრუმენტი, რომლებიც დეველოპერებმა 2023 წელს უნდა გამოიყენონ
9 AI პლატფორმა რომელიც 2023 წელს უნდა გამოსცადოთ
9 AI პლატფორმა, რომელიც 2023 წელს უნდა გამოსცადოთ
თემის მიხედვით
9 AI პლატფორმა, რომელიც 2023 წელს უნდა გამოსცადოთ


ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
LinkedIn-ის პროფილის 5 ხრიკი, რომელიც რეკრუტერებს თქვენს პოვნაში დაეხმარება
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
LinkedIn პლატფორმაზე თამაშების დამატებას გეგმავს
LinkedIn პლატფორმაზე თამაშების დამატებას გეგმავს
LinkedIn პლატფორმაზე თამაშების დამატებას გეგმავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.