ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

9 AI პლატფორმა, რომელიც 2023 წელს უნდა გამოსცადოთ

მსოფლიოს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ უახლეს პლატფორმებს, რომლებიც AI-ზეა დაფუძნებული. სტატიაში გაეცნობით ხელოვნური ინტელექტის 9 პლატფორმას, რომელიც 2023 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ. ამ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს აქვთ პოტენციალი, რევოლუცია მოახდინონ ჩვენ მიერ კომპიუტერებისა და მონაცემების მართვასა და გამოყენებაში. არ აქვს მნიშვნელობა პროგრამისტი ხართ, მეწარმე თუ უბრალოდ გაინტერესებთ როგორ მუშაობს AI, ეს პლატფორმები ნამდვილად უნდა ნახოთ.

კომენტარის დატოვება
9 AI პლატფორმა, რომელიც 2023 წელს უნდა გამოსცადოთ

მსოფლიოს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ უახლეს პლატფორმებს, რომლებიც AI-ზეა დაფუძნებული. სტატიაში გაეცნობით ხელოვნური ინტელექტის 9 პლატფორმას, რომელიც 2023 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ. ამ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს აქვთ პოტენციალი, რევოლუცია მოახდინონ ჩვენ მიერ კომპიუტერებისა და მონაცემების მართვასა და გამოყენებაში. არ აქვს მნიშვნელობა პროგრამისტი ხართ, მეწარმე თუ უბრალოდ გაინტერესებთ როგორ მუშაობს AI, ეს პლატფორმები ნამდვილად უნდა ნახოთ.

Google ღრუბლის AI

Google Cloud AI არის ძლიერი მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული აპლიკაციების შექმნას. Google ღრუბელი მომხმარებელს სთავაზობს ყოვლისმომცველი ხელსაწყოების ჯაჭვს, რომელიც იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი მანქანური სწავლების პროექტების დახვეწა.

Google Cloud-თან ერთად თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, განალაგოთ და განკარგოთ თქვენი პროექტები ღრუბელში. Google Cloud ასევე გთავაზობთ სასწავლო და განვითარების რესურსებს, როგორიცაა გაკვეთილები და კურსები, რათა დაგეხმაროთ პირველი ნაბიჯების გადადგმაში მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. Google Cloud-ის უაღრესად ინტუიციური მომხმარებლების ინტერფეისით, ნებისმიერი გამოცდილების მქონე დეველოპერს შეუძლია მარტივი წვდომა ჰქონდეთ თავიანთ ხელოვნურ ინტელექტზე ყველა ღრუბელში. Google Cloud AI-ის დახმარებით მონაცემთა მეცნიერებს შეუძლიათ გამოიკვლიონ და განავითარონ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად და ეფექტურად.

IBM Watson

Watson IBM-ის ძალიან ცნობილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა. მას მოყვება წინასწარ ჩაშენებული აპლიკაციები და მოწყობილობები, რათა დაგეხმაროთ შეასრულოთ და მართოთ თქვენი ხელოვნური ინტელექტის პროექტები და ამასთან დააკვირდეთ და ჩაწეროთ მონაცემები, რათა წინასწარ განსაზღვროთ და გავლენა იქონიოთ პოტენციურ შედეგებზე. მონაცემთა მეცნიერებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ღირებულება იმ დახმარებისა, რომელსაც IBM Watson უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის გაგებისა და განვითარებისთვის. გარდა ამისა, Watson-ის მანქანური სწავლებით თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა თქვენს ხელოვნურ ინტელექტზე ნებისმიერი ღრუბლიდან მისი მარტივი მომხმარებლის ინტერფეისით და ღია გაფართოებული მოდელების ოპერაციებით. ვისაც სურს რომ განავითაროს თავისი მუშაობა მანქანურ სწავლებასთან IBM Watson ძალიან დაეხმარება.

NVIDIA — სიღრმისეული სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის ხელოვნური ინტელექტი

NVIDIA სიღრმისეული სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის ხელოვნური ინტელექტი არის აღიარებული ინსტრუმენტი, რომელსაც მონაცემთა მეცნიერები და დეველოპერები ხელოვნური ინტელექტის პროექტის შესაქმნელად, შესასრულებლად და სამართავად იყენებენ. მისი მიწოდება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, სადაც დაგჭირდებათ. 

დამოკიდებულია GPU აჩქარებაზე. ხელმისაწვდომია ღრუბლოვანი პლატფორმების უმრავლესობაზე, მაგალითად Amazon-ისა და Google-ის.  პროგრამული უზრუნველყოფის AI ქმნის პროგნოზირებულ ანალიტიკას თქვენი ბიზნესისთვის.

NVIDIA სიღრმისეული სწავლების ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ინტეგრირებული ხელსაწყოების ჯაჭვით, რათა მარტივად და ხელმისაწვდომად შექმნათ და განავითაროთ თქვენი საკუთარი მანქანათმცოდნეობის აპლიკაციები. გარდა ამისა, მარტივი მომხმარებლის ინტერფეისისა და ღია მოდელის ოპერაციების წყალობით, AI-ზე წვდომა ნებისმიერი ღრუბლიდან შეგიძლიათ.

მთლიანობაში, ეს ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ფუნქციებისა და უპირატესობების სრულყოფილ კომბინაციას ნებისმიერი მანქანური სწავლების პროექტის წინსვლისთვის.

Material DNA

ვიდეო შინაარსის ანალიზი პროგრამული უზრუნველყოფის AI-ის, Material DNA-ის მთავარი ფოკუსია. ამ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები და სხვები ვიდეოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანებისთვის, მათ შორის სცენის ამოცნობის, ანომალიების გამოვლენისა და მეტამონაცემების გამდიდრებისთვის. Material DNA გთავაზობთ ადვილად გასაგებ ინტერფეისს და უზრუნველყოფს ყველა ფუნქციაზე წვდომას უფასოდ 100 საათამდე მატერიალის დამუშავებით. მათთვის, ვისაც მეტი წვდომა სჭირდება, საჭიროა დაყენების ერთჯერადი ღირებულების გადახდა, რომელიც უზრუნველყოფს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას.

ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების ძალის გამოყენებით, Material DNA ეხმარება ბიზნესებსა და პროფესიონალებს, მიაღწიონ უკეთეს შედეგებს თავიანთი ვიდეო მონაცემებიდან. მისი ავტომატური ხელსაწყოები შექმნილია დროისა და ფულის დაზოგვის მიზნით, ხელით მუშაობის შემიცირებისა და სიზუსტის გაუმჯობესებისთვის. პლატფორმას ასევე აქვს წინასწარ მომზადებული მოდელების კომპლექტი, რაც საშუალებას აძლევს ყველას ვინც მანქანური სწავლების პროექტების განვითარებას ცდილობს, ადვილად შექმნას და დახვეწოს ისინი. მისი ინტეგრირებული ხელსაწყოების ჯაჭვის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ფოკუსირდეს უფრო შემოქმედებითი და მაღალი ხარისხის ნამუშევრების შექმნაზე.

Infosys Nia

Infosys Nia არის ხელოვნური ინტელექტის პროგრამული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას უადვილებს. ის შექმნილია ისეთი ამოცანების შესრულებაში დასახმარებლად, როგორიცაა მანქანური სწავლება, სიღრმისეული სწავლება, მონაცემთა მენეჯმენტი, ბუნებრივი ენის დამუშავება და ა.შ. პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს შანსს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებულ მასიურ მონაცემებზე რუტინული ქმედებებისა და ვალდებულებების ავტომატიზაციის გზით. ეს შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს, გახდეს უფრო პროდუქტიული, ხოლო თანამშრომლებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.

Infosys Nia-ს აქვს მთელი რიგი ფუნქციები, რომლებიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მეტად ხელმისაწვდომობისთვის. ეს მოიცავს ხელოვნური ინტელექტის, როგორც სერვისის პლატფორმას, ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ ანალიტიკას, ხელოვნური ინტელექტის მოდელების საცავსა და ღია API-ებს. პლატფორმა ასევე გთავაზობთ ინდუსტრიის სპეციფიკურ მოდელებს ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა, საბანკო საქმე და საცალო ვაჭრობა. Infosys Nia-ს საშუალებით, ბიზნესებს შეუძლიათ მარტივად შექმნან და განათავსონ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და დავალებების შესრულება, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანის ინტელექტს მოითხოვს.

Azure — მანქანური სწავლების სტუდია

Microsoft Azure მანქანური სწავლების სტუდია არის ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც შექმნილია მონაცემთა მეცნიერებისა და დეველოპერების დასახმარებლად მანქანური სწავლების მოდელების სწრაფი მშენებლობის, წვრთნისა და განაწილებისთვის. ეს მომხმარებელზე მორგებული პროგრამა გთავაზობთ ფართო სპექტრის გამოცდილებას, რათა საშუალება მისცეს ნებისმიერი სირთულის პროექტების წარმოებას, რაც მოწყობილობას იდეალურს ხდის ნებისმიერი გამოცდილების მქონე დეველოპერისთვის. ის აერთიანებს ინტერაქციულ მოქაჩვისა და დაგდების (drag-and-drop) ინტერფეისს, რაც აადვილებს მოდელების შექმნას და ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოაქვეყნონ ეს მოდელები. 

პლატფორმა ფართო სპექტრს მოიცავს და საშუალებას აძლევს ბიზნესებს, ისარგებლონ ხელოვნური ინტელექტის ძალით საკუთარ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გარეშე. უფრო დიდი პროექტების სამართავად მანქანური სწავლების სტუდია ასევე მოიცავს Jupyter Notebooks-თან ინტეგრაციას. Azure მანქანური სწავლების სტუდიასთან ერთად ნებისმიერს შეუძლია დახვეწოს და განავითაროს საკუთარი მანქანური სწავლების პროექტები სწრაფად და ხელმისაწვდომად.

Microsoft Cortana

Microsoft-ის Cortana არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პერსონალური ასისტენტი, რომელიც დადებითადაა შეფასებული მომხმარებლებისა და დეველოპერების მიერ. ის ხელმისაწვდომია Android, Microsoft, Amazon და Xbox პროდუქტებზე. მას შეუძლია,  ისწავლოს ინფორმაცია თქვენ შესახებ. რაც უფრო დიდხანს იყენებთ, უფრო მეტს სწავლობს. ამ ფუნქციით Cortana-ს შეუძლია, მოერგოს რთულ დავალებებს, რაც მას აქცევს პრობლემის კარგ გადამჭრელად გამოცდილი მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ის პერსონალურად გამოიყენება თუ ბიზნესისთვის, Cortana ხელოვნური ინტელექტის ძალიან კარგი ხელსაწყოა.

Salesforce Einstein

Salesforce Einstein-ის გამოყენებით, საწარმოებს შეუძლიათ, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციები თავიანთი კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის CRM (მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი) ანალიტიკის გამოყენებით.

ეს პლატფორმა კომპანიებს უადვილებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თავიანთი მასობრივი მონაცემთა ნაკრებისთვის და ავტომატიზირება გაუწიონ რუტინულ ამოცანებსა და ვალდებულებებს.

ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება და მანქანური სწავლების პროგნოზირებადი მოდელები, მოდელის ადმინისტრირებისა და მონაცემთა მომზადების საჭიროების გარეშე. Salesforce Einstain გთავაზობთ სხვადასხვა ფასიან პაკეტებს, რომლებიც იწყება თვეში $25-დამ მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. Salesforce Einstein-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ინტელექტუალური აპლიკაციები და მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი მონაცემებიდან. გარდა ამისა, ეს AI პლატფორმა არის მოსახერხებელი ნებისმიერი გამოცდილების მქონე დეველოპერისთვის.

Chorus.ai

ეს კომპანია შექმნილია სწრაფად მზარდი გაყიდვების გუნდებისთვის, რათა უზრუნველყოს  უკეთესი კონვერტაციები საუბრის ინტელექტის განხილვის გზით. ის გეხმარებათ, რეალურ დროში ზარის ჩაწერის მენეჯმენტსა და ტრანსკრიფციაში.

ასევე, საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ ძირითადი მოქმედების პუნქტები და პრობლემები. ეს პროგრამა თქვენი მონაცემების ანალიზით საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ძალიან ღირებული შეხედულებები. ავტომატიზაციის ტექნოლოგიები ეხმარება გაყიდვების გუნდებს, დაგეგმონ და გაამარტივონ კომუნიკაციის პროცესები და შემდგომი დაკვირვებები შეცდომების გარეშე განახორციელონ. ზარის ჩაწერის გაყიდვების ქოუჩინგი, გაყიდვების მენეჯმენტი და სხვა სერვისები მისი ზოგიერთი მახასიათებელია.

ის მოსახერხებელია მომხმარებლისთვის და გაყიდვების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ თავიანთი საუბრები რეალურ დროში, მიიღონ ავტომატური ტრანსკრიფცია და დაამყარონ უფრო ძლიერი ურთიერთობები მომხმარებლებთან. გარდა ამისა, Chorus.ai გთავაზობთ ღირებულ ინფორმაციას მომხმარებელთა საუბრებში და ეხმარება გუნდს მუშაობის გაუმჯობესებაში.

15 აპლიკაცია რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
თემის მიხედვით
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.