წერილში, რომელიც Al Jazeera-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, მაუნგი თავის ამბავს ყვება — იხსენებს ბავშვობას და იმას, ერთ დღეს როგორ დასრულდა მისი და მისი ოჯახის ბედნიერი ცხოვრება.
მაუნგი წერს, რომ წარმოშობით სოფელ Nga Yent Change-დანა — დასავლეთ მიანმარიდან. მას ბედნიერი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ბავშვობა- მამამისი მაღაზიის მეპატრონე იყო. ბიჭი მშობლებთან და 6 და-ძმასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობდა.
მაუნგის ოჯახი მუსლიმი როჰინჯები იყვნენ, ხოლო მეზობლები ბუდისტი რახინები, თუმცა, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნიდა, რადგან მაუნგს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა რახინში.
მაგრამ, ეს ბედნიერი ცხოვრება მაუნგისთვის წარსულში დარჩა და ახლა სულ სხვა რეალობაში უწევს ცხოვრება.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რაც მიანმარის სამხედროებმა «გასუფთავების ოპერაციები დაიწყეს», მაუნგს საზღვრის მიღმა, ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკში გადასვლა მოუწია, სახელად Cox’s Bazar-ში.
ეს მსოფლიოში ასეთი ყველაზე დიდი დასახლებაა და იქ მილიონამდე ადამიანია. მათ ცხოვრება ბამბუკისა და ბრეზენტისაგან დამზადებულ პატარა თავშესაფრებში უწევთ.
«ჩვენი ცხოვრება აქ ყოველდღიური ბრძოლაა. ხშირად არ გვაქვს საკმარისი საკვები ან სუფთა წყალი. იყო ხანძრები, იყო მკვლელობები. ჩვენ აქ თავს დაცულად არ ვგრძნობთ.» — ამბობს მაუნგი
როგორ მივიდა მაუნგი ამ მდგომარეობამდე?
მაუნგი ამ ყველაფერში Meta-ს და მის შექმნელ მარკ ზაკერბერგს ადანაშაულებს, რადგან მან შექმნა ისეთი პირობები, რომლებიც მიანმარის სამხედროებს საშუალებას აძლევდნენ, ყველანაირ ზღვარს გადასულიყვნენ.
სოციალური მედიის პლატფორმაზე როჰინჯას საწინააღმდეგო ინფორმაციები გავრცელდა, მისმა ალგორითმებმა კი ხელი შეუწყვეს დეზინფორმაციას, რომელიც საბოლოოდ რეალურ ცხოვრებაზე აისახა.
მაუნგი წერს, რომ რა თქმა უნდა, მიანმარის როჰინჯასა და რახინის თემებს შორის დაძაბულობის ისტორია გრძელია. მაგრამ, ფაქტია, ყოველდღიური მტრობა არ არსებობდა მანამ, სანამ სმარტფონები და ფეისბუქი მათ ცხოვრებაში არ შემოვიდა და პოლიტიკოსებს და ფანატიკოსებს იმის საშუალება არ მისცა, სიძულვილის პროპაგანდა რეალობაში გამოეყენებინათ.
«2012 წელს როცა, როჰინჯას ჯგუფი ბუდისტი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში დაადანაშაულეს, მივხვდი, რომ ფეისბუქი შეიძლება ყოფილიყო სიძულვილის იარაღი». — ამბობს მაუნგი
2016 წლის ბოლოს, ფეისბუქით გამწვავებულმა ანტი-როჰინჯას პროპაგანდამ პირდაპირი გავლენა იქონია მაუნგის ოჯახზე.
«მამაჩემს და სხვა ფინანსურად სტაბილურ როჰინჯას, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში დაადანაშაულეს და დიდი ჯარიმები დაგვაკისრეს. ბიძაჩემი აბუსუფიანი და მისი ვაჟი ბუშა ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს და სასამართლოს გარეშე დააპატიმრეს». — წერს მაუნგი.
იმ დროისთვის ფეისბუქზე სიძულვილით სავსე პოსტები და შეტყობინებები როჰინჯას შესახებ ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
მაუნგმა ეს ყველაფერი ფეისბუქს შეატყობინა, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს და განუცხადეს, რომ ეს სიძულვილის შემცველი პოსტები და შეტყობინებები «არ არღვევს ფეისბუქ-საზოგადოების სტანდარტებს».
ამ ყველაფერს კი მოყვა მკვლელობები. გაუჩერებელი სროლები, აფეთქებები და უდანაშაულო ხალხის სიკვდილი. დაბნეულმა ხალხმა ბანგლადეშისკენ დაიწყო გამგზავრება, მაგრამ ზოგი ოჯახი მაინც დარჩა მშობლიურ ადგილებში.
მაუნგის ოჯახი საშინელ დარბევებს გადაურჩა, მაგრამ მათი სოფელი სრულიად დაცარიელდა. მისი ოჯახი ფეხით წავიდა ბანგლადეშისკენ, რადგან მიანმარში სხვა გზა აღარ ჰქონდათ.
«გზად უთვალავი გვამი ვნახეთ. სახლების უმეტესობა დამწვარი იყო. ჩვენ ვიარეთ ჯუნგლებში და მთაზე სიცივესა და წვიმაში. დღეების განმავლობაში არ ვჭამდით. 15 დღის შემდეგ ბანგლადეშში ჩავედით». — ამბობს მაუნგი
ამ ამბებიდან 6 წელი გავიდა, მაგრამ ხალხი ისევ აგრძელებს ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრებას. მაუნგი არ აპირებს, თავის ოცნებებზე უარი თქვას. წერს, რომ ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ბანაკებში ამის უფლება არ აქვთ, აქედან თავის დაღწევა კი ძალიან რთულია.
«Facebook „დაგვეხმარა“ აქ მოხვედრაში. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, არა მხოლოდ ჩვენი, როჰინჯების, არამედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესაჩერებლად. ახლა სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე და დაგვეხმაროს ჩვენი ცხოვრების დაბრუნებაში». — წერს მაუნგი
მისი თქმით, ფეისბუქი ვერ დააბრუნებს გენოციდში დაღუპულებს და ვერ დაეხმარება გადარჩენილებს დაიბრუნონ ყველაფერი, რაც მიანმარში დატოვეს. მაგრამ მარკ ზაკერბერგს კვლავ შეუძლია ამ ხალხის დახმარება.
«მას შეუძლია დააფინანსოს ახალგაზრდების განათლება Cox’s Bazaar-ში და დაგვეხმაროს ნათელი მომავლის აშენებაში. იმის გათვალისწინებით, თუ რა ზიანი მიაყენა მისმა კომპანიამ ჩემს ხალხს, ეს ნამდვილად ყველაზე მცირეა, რაც მას შეუძლია». — ამბობს მაუნგი.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.