3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა, სადაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი პროექტის დეტალები გაჟღერდა.
3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა, სადაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი პროექტის დეტალები გაჟღერდა.
პროექტის ფარგლებში, GEC Consulting-ის გუნდმა შეიმუშავა ორი სახელმძღვანელო (ე.წ. Guidelines). ერთი გზამკვლევი მორგებულია ახალი ინვესტორების გაწევრიანების პროცესის გაუმჯობესებაზე, მეორე მიზნად ისახავს ინვესტირების გზის აღწერას, რაც დაეხმარება ინვესტორებს, შეაფასონ აქსელის მიერ შეთავაზებული სტარტაპები და სტარტაპებში ინვესტირების პროცესი მეტად ეფექტური გახადონ.
GEC Consulting-მა აქსელის წევრებსა და წევრობით დაინტერესებულ სტუმრებს სწორედ ამ დოკუმენტების პირველადი ვერსიები წარუდგინა.
აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო ქსელისა და გარემოს გაძლიერებას. სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის პირდაპირი სარგებლის გარდა, ის გაზრდის ევროპული საინვესტიციო ქსელების ინტერესს მთლიანად ქვეყნის მიმართ.