ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. 

GITA აცხადებს, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა პოზიტიური დინამიკით ვითარდება, რაზეც ფინანსური ინდიკატორებიც მეტყველებს. კერძოდ, ჯიტას მიერ  დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონ ლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია.

სააგენტოს განცხადებით, ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები. 

პრეზენტაციაზე GITA-ს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე — კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. 

მისი თქმიT, ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე  მეტყველებს. 

ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა: 

  • «გმირი პროექტი» და მისი შემქმნელები - 3D გრაფიკოსი ივანე ნაზღაიძე და ნეიროქირურგი გიორგი გეგია. სწორედ ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა 5 წლის ბავშვს, რომელსაც ჰიდროცეფალიის უიშვიათესი შემთხვევა ჰქონდა. ჯიტას ფაბლაბში 3D პრინტერზე დაიბეჭდა თავისქალის მოდელი, რომელზეც ჩატარდა სატესტო ოპერაცია და შედეგიც სახეზეა, ბავშვი განაგრძობს ცხოვრებას, გადის რეაბილიტაციას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
  • საერთაშორისო აღიარება — ჯიტას მიერ 2021 წელს დაფინანსებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებ პლატფორმა Theneo, რომელმაც შეძლო, მსოფლიოს  ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე «ვებ სამიტზე» ჩემპიონი სტარტაპი გამხდარიყო და ღირსეულად წარმოეჩინა ქართული სტარტაპ ეკოსისტემა. 
  • პირველი გლობალური «ექსითი» — PulsarAI — პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. PulsarAI-მ შეძლო ნიუ იორკული კომპანიის დაინტერესება და გლობალურ დონეზე წარმატებული «ექსითი» -ს განხორციელება. 
  • ინვესტორი — ნომინაციის გამარჯვებული კალათბურთის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულიაა, რომელიც, ჯიტას განცხადებით, მუდმივად ეხმარება ქართულ სტარტაპებს. 
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
თემის მიხედვით
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
თემის მიხედვით
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
თემის მიხედვით
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.