ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა 2023 წელს უკვე მეათედ ხორციელდება.  2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა.

საინტერესოა, როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს — აქვთ თუ არა საკმარისად ხარისხიანი მექანიზმი და მონიტორინგის სისტემა, რომელიც სტარტაპებს მიღებულ თანხას მხოლოდ პროდუქტის განვითარებაზე დაახარჯვინებს? ამის გასარკვევად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს, ავთანდილ კასრაძეს ვესაუბრეთ.

კომენტარის დატოვება

ავთანდილ კასრაძის თქმით, GITA-ს მონიტორინგისა და კონტროლის რამდენიმე მექანიზმი აქვს, რაც სტარტაპერების მიერ თანხის არამიზნობრივად დახარჯვის ალბათობას, ფაქტობრივად, აქრობს. 

როგორც ავთანდილ კასრაძე გვეუბნება, GITA-ს მთავარი საზრუნავიც სწორედ ის არის, რომ ფული კონკრეტული პროდუქტის განვითარებასა და წინსვლაზე დაიხარჯოს. მისი თქმით, მექანიზმის პირველი ნაწილი დამოუკიდებელი ანგარიშის შექმნაა, რომელზეც მხოლოდ GITA-ს მიერ გაცემული თანხაა ასახული.

ავთანდილ კასრაძე
«ანგარიშს მუდმივად ვხედავთ — როგორ ბრუნავს, რისთვის გადაირიცხება, რა კონტრაქტები იდება და ა.შ. მოწმდება ხელშეკრულებები, დაიხარჯა თუ არა თანხა კეთილსინდისიერად, კონკრეტული შედეგის მისაღწევად. ვითვალისწინებთ, რომ რაღაც პროექტი შეიძლება ჩავარდეს — ეს არ არის ტრადიციული ბიზნესი, სადაც ყველაფერი წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია. ამიტომ, ჩვენ სრული მონიტორინგი რაზეც გვაქვს არის ის, თუ რაში იხარჯება ჩვენგან გაცემული თითოეული თეთრი».

ცნობილია, რომ მსოფლიოში სტარტაპების 90% წარუმატებელია და მიზანს მხოლოდ 10% აღწევს. საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს სტატისტიკა საქართველოშიც. 

ავთანდილ კასრაძის თქმით, მათ მიერ დაფინანსებული სტარტაპების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეული სახის ფუნქციონირებასა და ბრძოლას აგრძელებს. შესაბამისად, გაკოტრებული სტარტაპების სტატისტიკა არ არსებობს.

ავთანდილ კასრაძე
«ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, როცა რომელიმე ქართულმა სტარტაპმა გაკოტრება გამოაცხადა ან საქმიანობა შეწყვიტა. უბრალოდ, ზოგი უკვე წარმატებულია, ზოგიც კი ამ მიზნისკენ ჯერ კიდევ მიდის. ამასთან ერთად, საგრანტო პროგრამაც არც ისე დიდი ხანია არსებობს, რომ მსგავსი პრეცედენტები დაფიქსირებულიყო. მთავარი, რასაც ვითვლით არის ის, რომ ჩვენს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა ჯამში 10-ჯერ მეტი შემოიტანეს, ვიდრე ჩვენ მთლიანად ყველა სტარტაპში ჩავდეთ. ჩვენთვის წარმატების მაჩვენებელი სწორედ ეს არის. შეუძლებელია ყველა კომპანია წარმატებული იყოს»

მისი თქმით, GITA სტარტაპის წარუმატებლობის ან ნელი ტემპით განვითარების მიზეზების მონიტორინგსაც აკეთებს — კასრაძე ამბობს, რომ მიზეზები, უმეტეს შემთხვევაში, ობიექტურია, რომლის წინასწარ განსაზღვრაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

ავთანდილ კასრაძე
«ბევრი ობიექტური გარემოებაა, რის გამოც სტარტაპებისა და ინოვაციური ბიზნესის დაფინანსება სხვა, ტრადიციული ბიზნესის დაფინანსებისგან განსხვავდება, სადაც მეტი განჭვრეტადობა გაქვს. ინოვაციური ბიზნესი თავიდანვე სარისკოა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათგან 90% კოტრდება. შეიძლება პროდუქტი ბაზარმა არ მიიღოს ან ტექნოლოგია, რომელიც პრობლემას აგვარებს მალევე მოძველდეს, უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს».  

ავთანდილ კასრაძე პასუხობს კითხვასაც გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციების შესახებ, რომ ზოგიერთი კომპანია მასზე გაცემულ გრანტს არაკეთილსინდისიერად მოიხმარს და არა პროდუქტის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვის იყენებს. მისი თქმით, შეუძლებელია, მსგავსი რამ მოხდეს. 

ავთანდილ კასრაძე
«სტარტაპები 100 000 ლარს ერთიანად არ იღებენ. კვარტალური დარიცხვა ხდება და თუ ინვოისი ბოლომდე არ შემოწმდა, პირველი კვარტალი თავიდან ბოლომდე არ დაიხურა, სტარტაპერს მეორე კვარტალი არ გადაერიცხება. ფიზიკურად შეუძლებელია, დიდი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯოს. ყოფილა შემთხვევები, როცა თანხის არამიზნობრივი დახარჯვა აღმოგვიჩენია. თუმცა, ეს არაკეთილსინდისიერს არ ნიშნავს. ფულიც დაუბრუნებიათ უკან. ჩვენ მაღალი დონის მონიტორინგს გუნდი გვყავს, რომელიც თითოეულ თეთრს აკონტროლებს». 

GITA სტარტაპის საქმიანობაში უშუალოდ არ ერევა. ავთანდილ კასრაძე გვიხსნის, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამისთვის ცალკე პროგრამები აქვს, მაგალითად,500 Georgia-ს აქსელერატორის პროგრამა.

ავთანდილ კასრაძე
«ჩვენ სახელმწიფო ვართ და არ ვაპირებთ, რომ სტარტაპის მართვის პროცესებში ჩავიხედოთ და რჩევები მივცეთ. მათ შერჩევის შემდეგ უკვე ბოლომდე ვენდობით და რა თქმა უნდა, საკუთარი საქმის დამოუკიდებლად წარმართვის საშუალებას ვაძლევთ». 

GITA-ს დაფინანსების სხვადასხვა წყარო გააჩნია. ავთანდილ კასრაძის თქმით, ეს შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ან მსოფლიო ბანკის თანხა იყოს.

«სხვადასხვა დონორი გვყავს. გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის დაფინანსებაც მიგვიღია. საგრანტო პროგრამა, რომელიც ახლახან გამოცხადდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება». — განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

GITA-ს თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში  500 000 ლარს არ აღემატება. ასევე, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. 

GITA-ს ₾150 000-იანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო
GITA-ს ₾150 000-იანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო
თემის მიხედვით
GITA-ს ₾150 000-იანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო

ასევე წაიკითხეთ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველა დიდი კომპანია დიდი იდეით იწყებს, მაგრამ საუკეთესო იდეებსაც სჭირდება ფული და დაფინანსება. ბევრი ანტრეპრენერისთვის ვენჩერული, ანუ სარისკო კაპიტალი საწყის ეტაპებზე მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
ხელოვნური ინტელექტი, ეტაპობრივად, ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება. გამონაკლისი არც რეკრუტინგია — ქართულ ბაზარზე პირველი ინოვაციური სტარტაპი Helio.AI გამოჩნდა, რომელიც HR ეკოსისტემაში ახალ ნაბიჯებს დგამს და მის გაციფრულებას იწყებს. ცხადია, კომპანია ამას  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს.  dev.ge-სთან ინტერვიუში Helio.AI-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ქუხილავამ დეტალურად ისაუბრა, რა არის და როგორ მუშაობს სტარტაპი და რას შეცვლის ის დასაქმების ქართულ ბაზარზე. 
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.