ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები: Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან.

კომენტარის დატოვება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 ფარგლებში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომელიც სტარტაპებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებასა და გლობალური მასშტაბირებადობის პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. 

აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო აქსელერატორების როლი და ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც ინოვაციების ჰაბად გარდაქმნას.

სამუშაო პროცესში სტუმრებმა წარადგინეს თავიანთი ხედვები და გეგმები საქართველოში პროგრამის განხორციელების შესახებ. 

«საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტებია სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ აქსელერატორებთან და მთავრობის ახალი ინიციატივების საფუძველზე კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქვეყანას, მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც რეგიონალური ლიდერი ინოვაციების ეკოსისტემის ნაწილში.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მსხვილი, გლობალურად წარმატებული აქსელერატორები არიან დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან მიღწევებზე». — ამბობს GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დააფინანსეს გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი.

საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, ხოლო დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 

როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი

თემის მიხედვით

Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა

GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 15:00-ზე ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.