ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
22 აპრილი 2024, 09:00
2024-04-22
18 აპრილს Meta-მ AI მოდელის, Llama 3-ის ადრეული ვერსია გამოუშვა
Meta Platforms-მა 18 აპრილს თავისი დიდი ენობრივი მოდელის, Llama-ს უახლესი ვერსია, Llama 3 გამოუშვა. Llama 3 სურათების გენერატორია, რომელიც მათ შექმნის და შეცვლის მომხმარებლების მიერ მოთხოვნების (prompts) წერის მიხედვით და პარალელურად.
მოდელი ინტეგრირებული იქნება ვირტუალურ ასისტენტში Meta AI, რომელსაც კომპანია მის კონკურენტებს შორის ყველაზე დახვეწილ უფასო AI-ის უწოდებს, შედარებისთვის კი მოჰყავს შემდეგი ცვლადები: მსჯელობა, კოდირება და კრეატიული წერა.
საქართველოში Meta AI ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
კომპანია აცხადებს, რომ Llama 3 სჯობს Mistral’s Mistral-ს და Google’s Gemma-ს სულ მცირე, 9 ასპექტში: MMLU (ცოდნა), ARC (სწავლის უნარი), DROP (ტექსტის ანალიზი), GPQA (კითხვები ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის შესახებ), HumanEval (კოდის გენერირება), GSM-8K და MATH (მათემატიკის ამოცანები), AGIEval (პრობლემის გადაჭრის ტესტების ნაკრები) და BIG-Bench Hard (საღი აზრის მსჯელობის ტესტი).
კომპანიის განცხადებით, Llama 3 მოდელები მალე ხელმისაწვდომი იქნება AWS-ზე, Databricks-ზე, Google Cloud-ზე, Hugging Face-ზე, Kaggle-ზე, IBM WatsonX-ზე, Microsoft Azure-ზე, NVIDIA NIM-ზე და Snowflake-ზე, ასევე მხარდაჭერილ აპარატურულ პლატფორმებზე, რომლებსაც გთავაზობთ AMD, AWS, Dell, Intel, NVIDIA და Qualcomm.
Meta აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად, Llama მოდელების ახალ თაობას აქვს ჩაშენებული უსაფრთხოების რამდენიმე პროტოკოლი, როგორიცაა Llama Guard და CybersecEval. Meta-მ ასევე გამოუშვა სპეციალური ინსტრუმენტი, Code Shield, ღია გენერაციული მოდელების კოდის უსაფრთხოების ანალიზისთვის დაუცველობის აღმოსაჩენად.
მეტა ამჟამად წვრთნის Llama 3 მოდელს 400 მილიარდი პარამეტრით. მას შეეძლება, ისაუბროს სხვადასხვა ენაზე და მიიღოს შეყვანის მეტი მონაცები, ასევე იმუშაოს სურათებთან.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.