ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა

საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩერულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო.

კომენტარის დატოვება
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა

საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩერულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო.

12-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეარჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ მდგრად ზრდასა და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები.

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში, 55-მა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური გადამზადების პროგრამა მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. მათი რიცხვი კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, შესაბამისად, პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება.

ეს სტარტაპებია: 

  • Awork — ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
  • Beep — ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
  • GoDays — GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს დროულად აღმოაჩინონ დასაქმებულების გადაღლა, ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.
  • HopShop — პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშვე შეიძინონ სასურველი ნივთი.
  • My AI — My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.
  • OHMYSYNT — ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.
  • Perkskit — ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.
  • Porte — ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება სასტუმროებს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და გაზარდონ შემოსავალი.
  • Stori — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.
  • UniSub — პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.

500 Global არის გლობალური ვენჩერული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და «exited» კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

როგორ მუშაობს Awork - დასაქმების ახალი პლატფორმა
როგორ მუშაობს Awork — დასაქმების ახალი პლატფორმა
თემის მიხედვით
როგორ მუშაობს Awork — დასაქმების ახალი პლატფორმა
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
თემის მიხედვით
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
თემის მიხედვით
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში


ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება. დღეს დაფუძნებულია, მუშაობს და ვითარდება არაერთი სტარტაპი. მათ შესახებ dev.ge-იც ხშირად წერს. გთავაზობთ კიდევ ერთ ქვიზს, რათა გაიგოთ, რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ 👇
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio «სტარტაპების მსოფლიო თასის» ფინალში გავიდა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.   პროექტი, რომლის ფარგელბშიც სახელმძღვანელოები შეიქმნა, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა. აქსელი ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელებას. მთავარი მიზანი ე.წ «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციითქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. «გვჯერა, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში». — ეუბება აქსელის თანადამფუძნებელი, გური ქოიავა dev.ge-ს.  ჩვენ მას აქსელის საქმიანობაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.