ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
12 მარტი 2024, 11:03
2024-03-12
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტი, Biliki.AI მომხმარებლებს განახლებულ ფუნქციონალს სთავაზობს — უფრო სწრაფი და ჭკვიანი სამოგზაურო რეკომენდაციებით ტურის დაგეგმვის სიჩქარე 5 წამამდე შემცირდა.
Biliki.AI-ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე ცირამუა ამბობს, რომ პლატფორმა Google-ის GEMINI-ზე გადაეწყო, რამაც ტურის დაგეგმვის სიჩქარე მნიშვნელოვად შეამცირა და მომხმარებელზე მორგებულ ტურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე 5 წამში გეგმავს.
გარდა ამისა, მისი თქმით, მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე და მეტი პერსონალიზაციისთვის ვებ-გვერდს ინტერესების ველი დაემატა, სადაც 14 სხვადასხვა ინტერესის არჩევაა შესაძლებელი.
Biliki ტურისტული მარშრუტების საბაზრო სივრცეა, სადაც მომხმარებელი თავის ტურს ქმნის და ყიდის. ამ სივრცის საშუალებით მოგზაური, ტურისტული გიდი და კომპანია დამატებით შემოსავალს იღებს. ის გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.
Biliki.AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ცირამუამ dev.ge-სთან უახლეს ცვილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მომხმარებლებს უფრო სწრაფ და ხარისხიან გამოცდილებას შესთავაზებს.
თორნიკეს თქმით, Biliki.AI Booking.com-ისა და Agoda-ს აფილირებული პარტნიორია, რომლის მეშვეობითაც ვებ-გვერდის მომხმარებელს სასტუმროს დაჯავშნა შეუძლია.
Biliki.AI-ში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისათვის ინტეგრირებულია პლატფორმა Viator, სადაც მოგზაურს კონკრეტული ადგილების და აქტივობების ბილეთის შეძენა შეუძლია.
თორნიკე ასევე ამბობს, რომ 2024 წელს სტარტაპის მთავარი საზრუნავი პლატფორმის ფუნქციონალის კიდევ უფრო დახვეწა და ამისათვის საჭირო ინვესტიციების მოძიება იქნება.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.