ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
29 ნოემბერი 2023, 15:49
2023-11-29
გუგლი Drive-ში ფაილების გაქრობის პრობლემას იძიებს
Google Drive-ის მომხმარებლები აცხადებენ, რომ მათი ანგარიშებიდან ფაილები და საქაღალდეები გაქრა — ზოგიერთმა თქვა, რომ თვეების მანძილზე შეგროვებული ღირებულები მონაცემები უკვალოდ დაიკარგა. Google-მა შეცდომა აღიარა და განაცხადა, პრობლემა Drive for Desktop აპით არის გამოწვეული.
ცხადია, საკითხი საგანგაშოა. Google-ის ფორუმზე ერთ-ერთა მომხმარებელმა თქვა, რომ ხარჯების ამსახველ ცხრილიდან, რომელსაც ის რეგულარულად ანახლებდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეგროვებული ყველა მონაცემი გაქრა.
«ნამდვილად გაბრაზებული ვარ, რადგან იქ ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი მქონდა, რომლის ლოკალური ასლი არ მაქვს. ეს მონაცემები აუცილებლად, ნებისმიერ ფასად უნდა დავიბრუნო». — წერს მომხმარებელი.
Google-მა განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ მაქსიმალურად დეტალურ ინფრომაციას აგროვებს და მას მალე აღმოფხვრის.
«ჩვენ პრობლემას ვიკვლევთ, რომელიც Drive-ში დესკტოპ მომხმარებლებს შეექმნათ. ამის შემდეგ დამატებით განახლებებს გავაგრძელებთ». — დაწერა კომპანიამ.
Google-მა აღნიშნა, რომ პრობლემა Drive for desktop v84.0.0.0 — 84.0.4.09-ზე ფიქსირდება. კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, არ გათიშონ ანგარიში და არ წაშალონ ან გადაიტანონ კონკრეტული აპლიკაციის საქაღალდე, სახელწოდებით DriveFS. უმჯობესია, მონაცემთა საქაღალდის ასლი შექმნათ, თუ მყარ დისკზე ადგილი გაქვთ.
Google მომხმარებლებს წაშლილი ფაილების აღდგენის რამდენიმე გზას სთავაზობს. მაგალითად, ნაგვის შემოწმება, რომელიც 30 დღის შემდეგ ავტომატურად იშლება. ასევე კარგი იდეაა აქტივობის პანელის შემოწმება, რომელიც წაშლილ ან გადატანილ ფაილებს შესაბამის თარიღთან ერთად აჩვენებს. თუმცა, Google-ის მომხმარებლების თქმით, აქტივობის პანელი არ აჩვენებს, რომ ფაილები გაქრა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.