ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
11 ოქტომბერი 2023, 10:00
2023-10-11
X-ის პოსტებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მქონე ანგარიშებს შეეძლებათ
ილონ მასკის ფლატფორმა X-მა, ახალი კონტროლი შემოიღო, რომელიც პოსტზე პასუხის გაცემის უფლებას მხოლოდ დამოწმებულ ანგარიშებს აძლევს. ახალი ფუნქციით სარგებლობა ყველას შეეძლება — მომხმარებლებს, რომლებიც X Premium-სთვის არ იხდიან შეეძლებათ, რომ არადამოწმებულ ანგარიშებს საკუთარ პოსტებზე კომენტარის დაწერის უფლება შეუზღუდონ.
ფუნქციის ამოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ილონ მასკმა თქვა, რომ ახალი კონტროლი «პლატფორმაზე ბოტების რაოდენობას შეამცირებს».
Twitter-მა კონტროლი თავდაპირველად 2020 წელს გამოიყენა. თუმცა, იმ დროს მომხმარებლებს ამ პარამეტრის არჩევა მხოლოდ ტვიტის გამოქვეყნებამდე შეეძლოთ. 2021 წელს Twitter-მა ფუნქციის ფარგლები გააფართოვა და მომხმარებლებს კონტროლი ტვიტის გამოქვეყნების შემდეგაც შეეძლოთ.
X დამოწმებულ ანგარიშებს პრიორიტეტებს ანიჭებს. ახალი კონტროლით, რომელიც ტვიტზე პასუხების გაცემის უფლებას მხოლოდ დადასტურებულ ანგარიშებს აძლევს, ფასიან მომხმარებლებს მეტი ყურადღება ექცევათ.
მიუხედავად იმისა, რომ მასკის განზრახვა პასუხებში სპამის შემცირებაა, არ არსებობს გარანტია, რომ დამოწმებული ანგარიშები მავნე ინფორმაციას არ გაავრცელებენ. ამ კვირის დასაწყისში, NBC News-მა აღნიშნა, რომ X-ზე დადასტურებული ანგარიშები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ, რომელიც ისრაელისთვის სამხედრო დახმარების სახით 8 მილიარდ დოლარს გამოყოფდა, ცრუ ინფრომაციას ავრცელებდნენ.