ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WhatsApp შეტყობინებებს ინტერნეტის გამორთვის დროსაც გაგზავნის

მყისიერი შეტყობინებების სერვისი WhatsApp მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს proxy სერვერების საშუალებით დაუკავშირდნენ, რათა შეძლონ ონლაინ დარჩენა მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტი დაბლოკილი ან შეფერხებულია.

კომენტარის დატოვება

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც Meta-ს ეკუთვნის, იმედი გამოთქვა, რომ ირანში მსგავსი გათიშვა არასდროს განმეორდება — ირანის ხელისუფლებამ უარი თქვა ადამიანის უფლებებზე და «ჩამოაცილეს ადამიანები გადაუდებელი დახმარების მიღების საშუალებებს.»

WhatsApp მოუწოდებს თავის მომხმარებლებს მსოფლიოში, გააზიარონ მარიონეტული (proxy) სერვერები, რათა დაეხმარონ ადამიანებს «თავისუფალ კომუნიკაციაში». კომპანიის განცხადებით, ისინი შესაბამის ინსტრუქციას მიაწვდიან. 

«მარიონეტული სერვერის მეშვეობით დაკავშირება ინარჩუნებს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების იმავე მაღალ დონეს, რომელსაც WhatsApp უზრუნველყოფს», — ნათქვამია კომპანიის ბლოგში.

«თქვენი პერსონალური შეტყობინებები კვლავ იქნება დაცული ორმხრივი დაშიფვრით — იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი დარჩეს მხოლოდ თქვენსა და იმ პირს შორის, ვისთანაც გაქვთ კომუნიკაცია და არ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის თქვენს შორის, იქნება ეს მარიონეტულ სერვერში WhatsApp-სა თუ Meta-ში.»

მარიონეტული და ონლაინ მონაცემების შემგროვებელი კომპანია Oxylabs-ის წარმომადგენელმა, იურას იურშენასმა BBC News-ს განუცხადა: «ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მთავრობის მხრიდან შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე, როგორც ეს მოხდა ირანის შემთხვევაში, შესაძლოა მარიონეტული სერვერის გამოყენებამ დაუბრუნოს კავშირი WhatsApp-თან და სხვა თავისუფალ, ცენზურისგან თავისუფალ ინტერნეტთან». 

«ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს მსოფლიოს გარშემო, დარჩნენ კავშირში მაშინაც კი, თუ ინტერნეტი დაბლოკილია მავნე აქტორების მიერ». — აცხადებს იურშენასი. 

ბლუთუზ მესენჯერი - კავშირი ინტერნეტის გარეშე
ბლუთუზ მესენჯერი — კავშირი ინტერნეტის გარეშე
თემის მიხედვით
ბლუთუზ მესენჯერი — კავშირი ინტერნეტის გარეშე

ასევე წაიკითხეთ
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
Facebook მომხმარებელთა მონაცემების არასწორად გამოყენებისთვის დააჯარიმეს
ComCom 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს, დაწყებულია საჯარო კონსულტაციები
ComCom 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს, დაწყებულია საჯარო კონსულტაციები
ComCom 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს, დაწყებულია საჯარო კონსულტაციები
VOX: რატომ ხდება ხმოვანი შეტყობინებები პოპულარული?
VOX: რატომ ხდება ხმოვანი შეტყობინებები პოპულარული?
VOX: რატომ ხდება ხმოვანი შეტყობინებები პოპულარული?
სამყაროში, რომელიც გადატვირთულია ტექსტური შეტყობინებებითა და სატელეფონო ზარებით, ბევრი ადამიანი კომუნიკაციის სხვა ფორმას — ხმოვან შეტყობინებებს ირჩევს. ხმოვანი შეტყობინებები მოკლე აუდიო ჩანაწერებია, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს უგზავნიან. ის ჩაშენებული ფუნქციაა შეტყობინებების პოპულარულ აპლიკაციებში, როგორიცაა WhatsApp, iMessage, Telegram და სხვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.