ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს

WhatsApp-ის თქმით, ამიერიდან მომხმარებლებს 15 წუთის განმავლობაში შეტყობინებების რედაქტირების საშუალება ექნებათ. ახალი გადაწყვეტილება კონკურენტების, Telegram-ისა და Signal-ის, იდენტურ ფუნქციას პასუხობს.

კომენტარის დატოვება

მყისიერი შეტყობინებების სერვისი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Meta-ს ნაწილია, რომელიც ასევე Facebook-სა და Instagram-ს ფლობს.

ფუნქცია WhatsApp-ის 2 მილიარდი მომხმარებლისთვის უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი მის უდიდეს ბაზრად ინდოეთი ითვლება — 487 მილიონი მომხმარებელით.

«უბრალო მართლწერის შეცდომის გამოსწორებიდან დაწყებული შეტყობინებისთვის დამატებითი კონტექსტის დამატებით დამთავრებული — ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენს ჩათებზე მეტი კონტროლის საშუალება მოგცეთ». — დაწერა WhatsApp-მა ბლოგ პოსტში.

«ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ გაგზავნილ შეტყობინებას დიდხანს დააჭროთ და მენიუდან „რედაქტირება“ აირჩიოთ».

რედაქტირებული შეტყობინებები მოინიშნება, როგორც «რედაქტირებული», ამიტომ მიმღებებს ეცოდინებათ, რომ შინაარსი შეიცვალა. თუმცა ცვლილების დეტალები მათთვის უცნობი იქნება.

რედაქტირების ფუნქცია თითქმის ათი წლის წინ სოციალური მედიის პლატფორმა Facebook-მა შემოიტანა.

დაახლოებით იმ პერიოდში Facebook-მა გამოავლინა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა პლატფორმას ტელეფონებით სტუმრობდა, რომლებიც სხვა გაჯეტებთან შედარებით წერისას შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდიან.

გასულ წელს, Twitter-მა განაცხადა, რომ თავის ვერიფიცირებულ აბონენტებს ტვიტების რედაქტირების შესაძლებლობას აძლევდა.

«ამ ნაბიჯით დატვიტვა ნაკლებად სტრესული იქნება». — თქვა Twitter-მა ბლოგ პოსტში.

WhatsApp შეტყობინებებს ინტერნეტის გამორთვის დროსაც გაგზავნის

თემის მიხედვით
WhatsApp შეტყობინებებს ინტერნეტის გამორთვის დროსაც გაგზავნის

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ

Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა

Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.