ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა

რიჩარდ ბრანსონის სარაკეტო კომპანია Virgin Orbit, წარუმატებელი მისიიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ დაიხურა.

კომენტარის დატოვება
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა

რიჩარდ ბრანსონის სარაკეტო კომპანია Virgin Orbit, წარუმატებელი მისიიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ დაიხურა.

თანამგზავრების გაშვების მიზნით დაარსებულმა კომპანიამ ოპერაციები თავისი ფინანსების გასაძლიერებლად შეაჩერა.

Virgin Orbit გადარჩენის მიზნით საკუთრებაში არსებულ ნივთებს ყიდდა —  მათ შორის თვითმფრინავს, Cosmic Girl-სა და კალიფორნიის შტაბის დიდ ნაწილს.

იანვარში, კომპანიის პირველმა სატელიტმა კოსმოსამდე მიაღწია, მაგრამ მალევე ჩამოვარდა. მისია შეირაცხა, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი დიდი ბრიტანეთის კოსმოსური კვლევისთვის.

იმედოვნებდნენ, რომ გაშვება, სახელწოდებით Start Me Up 1981 — ასე ჰქვია Rolling Stones-ის ცნობილ ჰიტს — ქვეყანას გლობალურ მოთამაშედ გადააქცევდა — თანამგზავრების წარმოებიდან დაწყებული რაკეტების მშენებლობით დამთავრებული.

მაგრამ რაკეტამ კრახი განიცადა რიჩარდის კოსმოსური ოცნება ნაადრევად დასრულდა.

რაკეტის გაშვების წარუმატებლობიდან ორი თვის შემდეგ, კომპანიამ ფინანსების გაზრდის მიზნით ყველა ოპერაცია შეაჩერა და თითქმის ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

Virgin boss-ისთვის ეს რთული პერიოდი იყო.

ამ თვის დასაწყისში, რიჩარდმა BBC-ის განუცხადა, რომ მან პანდემიის დროს დაახლოებით 1,5 მილიარდი ფუნტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ჩაკეტვამ მის ავიაკომპანიასა და სხვა ბიზნესებს დაარტყა.

«იყო მომენტი, როცა მეგონა, რომ ყველაფერს დავკარგავდი». — თქვა მან. თუმცა, მილიარდერის სტატუსის შენარჩუნება მოახერხა — Sunday Times Rich List-ის მიხედვით, მისი ქონება ახლა 2,4 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

როდესაც გაირკვა, რომ Virgin Orbit-მა გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფა, ვერ შეძლო კომპანიამ აშშ-ში გაკოტრებისგან დაცვა მოითხოვა.

კონკურენტმა სტარტაპმა, Rocket Lab-მა Virgin Orbit-ის შტაბ-ბინების უმეტესი ნაწილი შეიძინა, ისევე როგორც სხვა აქტივები. ასევე გაიყიდა კომპანიის Boeing 747 თვითმფრინავი, რომელიც თანამგზავრების გაშვებისთვის გადაკეთდა. საერთო ჯამში, აქტივების გაყიდვამ $36.4 მილიონს მიაღწია.

Virgin Orbit, რომელიც 2017 წელს დაარსდა, მოგებაზე არასდროს გასულა.

ეს ახალი სანახაობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოვლენები დომინოს ეფექტით განვითარდა. რაკეტა ჩამოვარდა, Virgin Orbit-მა ნდობა დაკარგა და ახლა კომპანია ნაწილ-ნაწილ იყიდება.

Virgin Orbit-ის დაღუპვა ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს კოსმოსში პირველობა — და შეიძლება წინ მეტი წარუმატებლობაც შეგვხვდეს. 

გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სექტორი აყვავდება და წელიწადში 17,5 მილიარდი ფუნტის შემოსავალს გამოიმუშავებს, სადაც დაახლოებით 49 000 ადამიანი დასაქმდება.

«ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთი ევროპაში კომერციული მცირე თანამგზავრების გაშვების წამყვანი მიმწოდებელი გახდეს». — თქვა მან.

SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა
თემის მიხედვით
SpaceX Starship: ილონ მასკის რაკეტა სატესტო ფრენისას აფეთქდა


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.