ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ არის ელიზაბეტ ჰოლმსი — ბიოტექის ვარსკვლავობიდან პატიმრობამდე

რამდენიმე წარუმატებელი მცელობის შემდეგ, რომელიც გისოსებს მიღმა მეტი დროის გატარებას ემსახურებოდა, Theranos-ის დამფუძნებელი, ელიზაბეტ ჰოლმსი ფედერალურ ციხეში გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

ანტრეპერენერს 11 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თავის ყოფილ ბიზნეს პარტნიორთან, სანი ბალვანისთან ერთად 452 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ათობით ინვესტორისთვის, რომლებიც სისხლის ტესტირების სტარტაპის მეშვეობით მოატყუეს.

ეს საკმაოდ დიდი გადასახადია ყოფილი მილიარდერისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადვოკატების ფულიც კი არ აქვს.

აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში, მსჯავრდებულებს ზოგჯერ რესტიტუციის გადახდას ავალებენ.

ეს მსხვერპლთათვის დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებაა — ქონების დაზიანების, სამედიცინო ხარჯების ან დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ხარჯებისთვის.

ჰოლმსს თანხის ანაზღაურება ამერიკის რამდენიმე უმდიდრესი ოჯახისთვის მოუწევს.

სტენფორდის უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ მან Theranos-ისთვის ფულის შესაგროვებლად რამდენიმე ცნობილი ფიგურა დაიქირავა. კომპანია პიკში 9 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

დონორები ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი და ამერიკული სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის დამფუძნებელი, უოლტონების ოჯახი იყვნენ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჰოლმსის სისხლის ტესტირების ტექნოლოგია არ მუშაობდა, ქონება ბევრმა დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლების ყოფილმა მდივანმა, ბეტსი დევოსმა ჰოლმსს 100 მილიონი აშშ დოლარი მისცა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, Theranos-ის დამფუძნებელს მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება დაეკისრა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ის ვერ შეძლებს, გაკოტრება გამოაცხადოს და ვალები ამ გზით გადაიხადოს — მსხვერპლებს ფულის დაბრუნების იმედები არ უნდა ჰქონდეთ.

მათი თქმით, რესტიტუცია აშშ-ში მეტწილად სიმბოლური გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლმსის ინვესტორები, უდიდესი ალბათობით, თანხას ვერ მიიღებენ.

«ძალიან ცოტა ადამიანია მსოფლიოში, ვისაც სისხლის სამართლის ანაზღაურებისას სრული თანხის გადახდა შეუძლია». — ამბობს ყოფილი ფედერალური პროკურორი, რაიან ო'ნილი. 

ჰოლმსი მაინც შეეცდება იმ ადამიანებისთვის თანხის ანაზღაურებას, რომლებიც მან მოატყუა. პროკურატურამ, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო მისი აქტივების, მათ შორის ბანკში არსებული ფულისა და ქონების დაყადაღება.

Theranos-ის დამფუძნებლის ვალები არ გაუქმდება, როდესაც ციხიდან გამოვა. 

მოსამართლემ ჰოლმსს ფედერალურ ციხის ბანაკში, ბრაიანში გაუწია რეკომენდაცია, სადაც ყველა პატიმარი ვალდებულია, იმუშაოს და საათში 12 ცენტიდან 1,15 დოლარამდე გამოიმუშავოს.

პატიმრობის დასრულების შემდეგ, ჰოლმსი ფედერალური მთავრობის ჩარევის გარეშე რაიმე დიდი ქონების შეძენას ვერ შეძლებს. თუმცა, მთავრობას არ შეუძლია იმ აქტივების ჩამორთმევა, რომლებიც მხოლოდ მისი მეუღლის, სასტუმროს მფლობელის, უილიამ ევანსის სახელზეა.

ჰოლმსმა მისი სავალალო ფინანსური მდგომარეობა გაამხილა და New York Times-ს განუცხადა, რომ ვალის გადასახდელად მთელი ცხოვრება მუშაობაც არ ეყოფა.

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ჰოლმსის მსხვერპლები თანხას ვერ მიიღებენ.

კრიმინალურ ბრალდებულებს არ აქვთ სტიმული, რომ ახლიდან გამდიდრნენ, რადგან კარგად იციან სად წავა მათი ფული.

ო'ნილის თქმით, Theranos-ის ინვესტორები ჰოლმსს მუდმივად გააკონტროლებენ და დაელოდებიან შანსს, რომ დაკარგული ქონება დაიბრუნონ.

«ისინი თვალ-ყურის დევნებას არ შეწყვეტენ». — თქვა ო'ნილმა. «ჰოლმსი თავის საბანკო ანგარიშზე დოლარის ჩარიცხვასაც ვერ შეძლებს — მთავრობა მას თანხას მაშინვე წაართმევს».

ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში - Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში — Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
თემის მიხედვით
ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში — Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო

ასევე წაიკითხეთ
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.