ბიზნეს ჩატები — Viber-ის ახალი პროდუქტი
Viber-მა საზოგადოებას ბიზნეს ჩატები წარუდგინა — სპეციალური საქაღალდე, რომელიც აპლიკაციის მთავარ მენიუში, მომხმარებლის ჩატებთან ერთადაა ხელმისაწვდომი.
Viber-მა საზოგადოებას ბიზნეს ჩატები წარუდგინა — სპეციალური საქაღალდე, რომელიც აპლიკაციის მთავარ მენიუში, მომხმარებლის ჩატებთან ერთადაა ხელმისაწვდომი.
ახლა ყველა საქმიანი შეტყობინება ოფიციალური ბრენდის ანგარიშიდან იგზავნება და ინახება იმავე საქაღალდეში, ასე რომ კომპანიებისა და ბიზნესის საქმიანი შეტყობინებები არ შეერევა პირად ჩატებში.
სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ინტერფეისის პერსონალიზირება — კონკრეტული ჩატების ბიზნეს საქაღალდეში შენახვა, საქაღალდიდან ჩატის მთავარ ეკრანზე გატანა და ნებისმიერი ბიზნეს ჩატის მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში დამაგრება.
კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებს, არის ახალი ბიზნეს ანგარიშების გაჩენა Viber-ში. მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ბრენდების პოვნა, მათთან კომუნიკაციის დამყარება და სასურველი არხის არჩევა.
ბრენდის ანგარიში მოიცავს ყველა ბიზნეს ინფორმაციას, მომსახურების აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და კომპანიასთან კომუნიკაციის არხებს, რომლებიც ხელმისაწვდომია Viber-ზე.
ასევე, მესენჯერმა მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაათავისუფლონ ადგილი.
მათ, ვისაც შეზღუდული მეხსიერება მოწყობილობებზე, შეუძლიათ გაასუფთაონ Viber-ის აპლიკაციის ჯამური მოცულობა თავიანთ ტელეფონზე ან აირჩიონ ინდივიდუალური ჩატი, სადაც სურთ მოცულობის შემცირება. მეხსიერების მენეჯმენტი მომხმარებლებს ეხმარება დაინახონ, თუ რამდენ ადგილს იკავებს Viber მათ მოწყობილობაზე, რამდენი აქვთ საერთო მეხსიერება, რამდენი თავისუფალი ადგილია დარჩენილი და რამდენ ადგილს იკავებს თითოეული ჩატი.
ამ ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ამოიღონ არასასურველი მედია კონტენტი ჩატებიდან, როგორიცაა ვიდეოები, სურათები ან ფაილები. კონტენტი წაიშლება მხოლოდ იმ მომხმარებლის მოწყობილობაზე, რომელიც ასრულებს მოქმედებას თავის აპლიკაციაში, ხოლო ეს ელემენტები შენახული იქნება ჩატის სხვა წევრებისთვის.
თუ მომხმარებელმა უკვე ჩამოტვირთა აპლიკაციაში მიღებული ფაილები, ისინი შენახული დარჩება მის მოწყობილობაზე. ეს ვარიანტი მხოლოდ მობილურ მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი.