როგორი იყო Rakuten Viber-ის 2023 წელი
ასობით მილიონი ზარი და რამდენიმე მილიარდი შეტყობინება — Rakuten Viber 2023 წელს აჯამებს და შედეგებს გვიზიარებს.
ასობით მილიონი ზარი და რამდენიმე მილიარდი შეტყობინება — Rakuten Viber 2023 წელს აჯამებს და შედეგებს გვიზიარებს.
2023 წლის განმავლობაში მესენჯერმა დაამატა ახალი ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელთა მიზანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, ბრენდების გაძლიერება აუდიტორიასთან ურთიერთობით და ეკოსისტემის, როგორც სუპერ აპლიკაციის გაძლიერება.
მაგალითად, მომხმარებლებმა უკვე იხილეს Caller ID ფუნქცია და Viber Plus-ის პრემიუმის გამოწერის შესაძლებლობა, რომლებიც მიზნად ისახავენ კიდევ უფრო მეტად კონფიდენციალური და მოსახერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფას აპლიკაციის მომხმარებლებისთვის.
ასევე, დაინერგა მედია მეხსიერების მართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აუცილებლობის შემთხვევაში გაათავისუფლონ სივრცე საკუთარ მოწყობილობებში და გამოიყენონ მესინჯერი უფრო ეფექტურად სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად.
კომპანია აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შემუშავებაზე: 2023 წელს ზოგიერთ ქვეყანაში მესენჯერში ამოქმედდა საძიებო ბიზნეს ანგარიშები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, მომსახურების განვითარებას და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას.
უფრო მეტიც, Viber Pay-მ, აპლიკაციის შიდა მყისიერი და უსაფრთხო ფულადი ტრანზაქციების სერვისმა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში უკვე ამოქმედდა, მიაღწია 1 მილიონ ტრანზაქციას მთელ მსოფლიოში.
საქართველოში 2023 წელს Rakuten Viber მესენჯერის მომხმარებლებმა გაგზავნეს რამდენიმე მილიარდი შეტყობინება, განახორციელეს ასობით მილიონი ზარი აპლიკაციაში, ხოლო ჯგუფური ჩატების რაოდენობამ, რომელიც შეიქმნა მეგობრებთან, ნათესავებთან თუ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, რამდენიმე ასეულ ათასს გადააჭარბა.
ქართველებმა მათი დახმარებით ასობით მილიონზე მეტი შეტყობინება გაგზავნეს. საქართველოდან მომხმარებლებს ასევე აქვთ წვდომა Rakuten Viber-ის ათასობით სხვადასხვა არხზე, სადაც მათ შეუძლიათ გაეცნონ ხარისხიან კონტენტს მრავალფეროვან თემებზე.
საქართველოში სმარტფონების მფლობელთა 71% იყენებს Rakuten Viber-ს.
საქართველოში, ასევე, დაფიქსირდა მზარდი ინტერაქცია ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის და გაიზარდა მოთხოვნა Viber for Business-ზეც.
Viber for Business არის პროდუქტების ეკოსისტემა, რომელიც ამჟამად შედგება სარეკლამო გადაწყვეტილებებისგან (ადგილობრივი რეკლამები, ბრენდირებული სტიკერები და ლინზები) და მრავალფეროვანი ბიზნეს შეტყობინებები (საქმიანი შეტყობინებები და ჩატბოტები). 47 მილიონზე მეტი ყოველთვიური რეკლამის საშუალო მაჩვენებლით, ბრენდებმა უფრო მეტი ხილვადობა მიიღეს აპლიკაციაში გასულ წელს. ბრენდ-მომხმარებლის კომუნიკაციისთვის მიწოდებული ბიზნეს შეტყობინებები 23%-ით გაიზარდა.
2023 წელს საინტერესო განახლებების დანერგვის შემდეგ, მიმდინარე წელს Rakuten Viber გააგრძელებს თავისი გრძელვადიანი გლობალური სტრატეგიის განხორციელებას, რათა განავითაროს მესენჯერი, როგორც სუპერ აპი, გააფართოოს აპლიკაციის შესაძლებლობები და შესთავაზოს ახალი სასარგებლო ფუნქციები მომხმარებლებსა თუ სხვადასხვა ზომის ბიზნესებს.