უნდა გამოვიყენოთ თუ არა ChatGPT თერაპიისთვის?
19 წლის კაილამ, ბერკლიდან, კალიფორნიიდან, ხელოვნურ ინტელექტზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ძალიან ჰგავდა ადამიანებთან საუბარს და თერაპიასაც კი აგონებდა.
19 წლის კაილამ, ბერკლიდან, კალიფორნიიდან, ხელოვნურ ინტელექტზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ძალიან ჰგავდა ადამიანებთან საუბარს და თერაპიასაც კი აგონებდა.
კაილას არ ჰქონდა ნამდვილი თერაპიის დრო და ფული, ამიტომ გადაწყვიტა, ამისთვის ChatGPT გამოეყენებინა.
სანამ უპასუხებს, ChatGPT კაილას ახსენებს, რომ იგი ნამდვილი თერაპევტი არაა.
«როგორც AI მოდელი, მე არ ვარ ლიცენზირებული თერაპევტი და არ შემიძლია თერაპიის ჩატარება ან დიაგნოზების დასმა. თუმცა, აქ ვარ იმისთვის, რომ მოგისმინო და დაგეხმარო რითაც შემიძლია».
კაილას თქმით, მას სწორედ ეს უნდა.
კაილა არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ChatGPT-ს AI თერაპიისთვის მიმართავს. ჰეშთეგებს #ChapGPT და #AI-ს ერთობლივი 24,2 მილიარდი ნახვა აქვს TikTok-ზე.
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საუბრობენ შეუმოწმებელი პროგრამებიდან მომდინარე პოტენციურ რისკებზე, განსაკუთრებით, თუ მათ კრიზისში მყოფი ადამიანები იყენებენ.
La Libre and Vice-ის ცნობით, დეპრესიის მქონე ბელგიელმა მამაკაცმა თავი მოიკლა ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, Chai-ის ექვსკვირიანი გამოყენების შემდეგ. პროგრამამ, რომელიც არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაცია, გაგზავნა მავნე ტექსტები და შესთავაზა სუიციდის ვარიანტები.
ფსიქიატრი ჯონ ტორუსი აცხადებს, რომ მომავალში ChatGPT დიდ როლს ითამაშებს თერაპიაში, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. მისი აზრით, ChatGPT-ს ჯერ კარგად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ.
28 წლის ლორენ ბრენდლმა ბრუკლინიდან ChatGPT-ის Api-ის გამოყენებით,შექმნა თერაპიის პროგრამა Em x Archii მას შემდეგ, რაც სუიციდის ცხელ ხაზზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მრჩევლად სამი წელის განმავლობაში მუშაობდა.
სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, Em x Archii წინა მიმოწერებს არ შლის და ინახავს. ეს ეხმარება მას შემდეგში უფრო პერსონალიზირებული პასუხების გაცემაში.
2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში SSM Population Health, 50 103 ადამიანიდან 95,6%-მა აღნიშნა, რომ ფინანსების გამო თერაპიას ვერ მიმართავენ.
2017 წლის კვლევაში ფერადკანიანების უმეტესობა ჯანდაცვის სისტემაში რასობრივი და ეთნიკური უთანასწორობის შემთხვევებზე საუბრობს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის მაღალი დონის, ენობრივი ბარიერების, დისკრიმინაციისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკლებობაზე.
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ პროგრამას შეუძლია, რამდენიმე წამში 95 ენაზე «ილაპარაკოს».
ბრენდლის თქმით, AI-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ იგი არ შეგაფასებს — არ განგსჯის — მიუხედავად იმისა, რომ თერაპევტიც ისე წარმოადგენს თავს, თითქოს არ განგვსჯის, ყველანი მაინც ადამიანები ვართ და ეს შეუძლებელია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე სარგებელი.
რავი აიერის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მმართველი დირექტორის აზრით, AI-ის ამ კუთხით შესწავლა ჯერ ახლა მიმდინარეობს და ზუსტად არავინ იცის, რა კატასტროფული შეცდომები შეიძლება დაუშვას ხელოვნურმა ინტელექტმა.
TikTok-ის ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ AI-ის პასუხები არ მოსწონთ და მისი გაუმჯობესება სურთ.
კაილას თქმით, ChatGPT ხშირად თავს არიდებს საბოლოო პასუხის გაცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, ChatGPT შეიძლება რაღაც მხრივ სასარგებლო იყოს, ის არ უნდა იყოს მკურნალობის ერთადერთი გზა.
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები გვირჩევენ, კრიზისულ სიტუაციაში ChatGPT-სთვის კითხვების დასმის ნაცვლად პროფესიონალებს მივმართოთ.