ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს

მარკ ცუკერბერგის გეგმა, რომელიც Meta-ს პლატფორმებზე დაშიფრული შეტყობინებების გავრცელებას გულისხმობს, ბავშვებზე მოძალადეებს «სიბნელეში დამალვის» შესაძლებლობას მისცემს, ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო კამპანიაში, რომელიც მილიარდერს ამ ნაბიჯის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება

Facebook-ის დამფუძნებელი მინისტრების ზეწოლის ქვეშ იმყოფება იმის გამო, რომ Messenger-ზე ავტომატურად დაშიფრული კომუნიკაციების შემოღებას ამ წლის ბოლოს აპირებს, ხოლო მსგავსი ფუნქცია Instagram-ს მოგვიანებით დაემატება.

20 სექტემბერს შინაგან საქმეთა ოფისმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ცუკერბერგის Meta-ს თავისი გეგმების შეჩერებისკენ მოუწოდებდა მანამ, სანამ უსაფრთხოების ზომები სრულად დაცული არ იქნება.

სოციალურ მედიაში ერთ-ერთი მსხვერპლის, რიანონ-ფეი მაკდონალდის მესიჯი გავრცელდა, რომელიც მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. «თქვენი გეგმები მოძალადეებს სიბნელეში დამალვის საშუალებას მისცემს». — ამბობს ის და Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. 33 წლის მაკდონალდსზე 13 წლის ასაკში სექსუალურად იძალადეს.

დანაშაულის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, რომელიც სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვის, Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებების დაშიფვრა გაუჩინარებული ბავშვების პოვნის ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს. 

შინაგან საქმეთა მდივანმა, სუელა ბრავერმანმა, თქვა, რომ Meta-მ გეგმებზე საუბრისას ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ საკმარისი გარანტიები ვერ გასცა. Meta ასევე WhatsApp-ს, დაშიფრული შეტყობინებების სერვისს, ფლობს.

«Meta-მ გარანტიები ვერ უზრუნველყო, რომ ისინი თავიანთ პლატფორმებს მოძალადეებისგან დაიცავენ». — თქვა მან. «მათ შესაბამისი გარანტიები უნდა შეიმუშაონ, რათა თავიანთი გეგმების დაცვა შეძლონ. მე ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდი, რომ ბავშვთა უსაფრთხოების კომპრომისზე წასასვლელად მზად არ ვარ.

მთავრობა და ბავშვთა უსაფრთხოების კამპანიის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ შეტყობინებების დაშიფვრა მოძალადეებს საქმეს გაუმარტივებს.

Meta-ს სპიკერმა თქვა, რომ დაშიფვრა გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას «ჰაკერებისგან, თაღლითებისგან და კრიმინალებისგან» იცავს.

«ხალხს არ სურს, რომ მათი პირადი შეტყობინებები წავიკითხოთ, ამიტომ ბოლო ხუთი წელი უსაფრთხოების მძლავრი ზომების შემუშავებაში გავატარეთ, რათა თავიდან ავიცილოთ, აღმოვაჩინოთ და ვებრძოლოთ ძალადობას».

Meta-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის Messenger-ზე დაშიფრული შეტყობინებების შემოღებას აპირებს. The Verge-ის ცნობით, ფუნქცია Instagram-ს აგვისტოში დაემატება

ამავდროულად, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტმა პარლამენტში გავლა დაასრულა, მას შემდეგ, რაც ის ლორდთა პალატამ დაამტკიცა. ის ოფიციალურად კანონი სამეფო თანხმობის მიიღების შემდეგ გახდება. 

Meta კანადაში ახალი ამბების ბმულებს დაბლოკავს
Meta კანადაში ახალი ამბების ბმულებს დაბლოკავს
თემის მიხედვით
Meta კანადაში ახალი ამბების ბმულებს დაბლოკავს
ექსპერტების აზრით Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
თემის მიხედვით
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს

ასევე წაიკითხეთ
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
X-ის სამუშაოს ძიების ინსტრუმენტი ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.