იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ილონ მასკმა Twitter-ზე დაბლოკა, ანგარიშები აღუდგათ.
Twitter-მა რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც კომპანიის მფლობელს, ელონ მასკს, აშუქებდნენ, ანგარიშები მოულოდნელად, 16 დეკემბერს გაუუქმა. დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც არიან, როგორიცაა, The New York Times, CNN და Washington Post.
ილონ მასკმა ისინი მისი პირადი ინფორმაციის — ადგილმდებარეობის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.
მისი ეს ნაბიჯი ევროკავშირმა და გაერომ დაგმეს.
კრიტიკის შემდეგ კი მილიარდერმა ბიზნესმენმა Twitter-ზე იკითხა, რა უნდა გაეკეთებინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3.6-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, მათმა 59%-მა თქვა, რომ ჟურნალისტების ანგარიშები უნდა აღდგეს.
«ხალხმა თავისი აზრი გამოხატა. ანგარიშები, რომლებმაც ჩემი მდებარეობა გაავრცელეს, ბლოკი ახლავე მოეხსნებათ». — დაწერა მან.
თუმცა, კვლავ დაბლოკილი რჩება ანგარიში ElonJet, რომელიც ილონ მასკის ფრენების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდა. მასკმა მას «გიჟი სტალკერი» უწოდა. Elonjet-ის უკან 20 წლის ჯეკ სუინი დგას.
16 დეკემბერს ილონ მასკმა თქვა, რომ როგორც სუინის, ისე სხვების მიმართ სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება, ვინაიდან ისინი არღვევენ ტვიტერის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე».
Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა.
ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, twitter-ის მართვის სადავეების ხელში აღების შემდეგ დაბლოკა ყოფილი გელფრენდის, ემბერ ჰერდის ანგარიში.