ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რუსმა ჰაკერებმა 9.7 მლნ ავსტრალიელის სამედიცინო ისტორია მოიპარეს — თითოსთვის 1$-ს ითხოვენ

რუსმა კიბერ კრიმინალებმა ავსტრალიის მილიონობით მოქალაქის სამედიცინო მონაცემები მოიპარეს, დაბრუნების სანაცვლოდ კი გამოსასყიდი სურთ.  

კომენტარის დატოვება

კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში მათ ხელში ჩაიგდეს და გამოაქვეყნეს სადაზღვევო კომპანია Medibank-ის 9.7 მილიონი სამედიცინო ჩანაწერი და ახლა თითო მათგანისთვის $1-ს ითხოვენ. 

კიბერთავდამსხმელებს მიერ გამოქვეყნებულ მასალას შორის არის ქალების მიერ აბორტის გაკეთების ეპიზოდები. 

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, მათ დაადგინეს, რომ კიბერ დანაშაულის ჩამდენები სწორედ რუსი ჰაკერები არიან.

ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისრის, რიზ კერშოუს თქმით, მისმა გუნდმა ოფიციალურ მოსკოვს დახმარებისთვის მიმართა და ახლა მისი გუნდი რუსეთის პოლიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

სავარაუდოდ, ავსტრალიის მილიონობით მოქალაქის სენსიტიური პერსონალური მონაცემები ხელში უკანონოდ რუსეთში დაფუძნებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა REvil ჩაიგდო. 

REvil-მა წარსულში არაერთხელ განახორციელა ჰაკერული თავდასხმა შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით და ასობით მილიონი დოლარიც დააგროვა.

2021 წელს გავრცელდა ინფორმაცია ამ ჯგუფის დაშლის შესახებ. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჯგუფის სავარაუდო წევრები დააკავეს, მათ შორის, რუსეთშიც, რაც ამ ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის უჩვეულო ნიშანია. 

თუმცა, ექსპერტები ფიქრონენ, რომ კრიმინალური ჯგუფის ზოგიერთი წევრი კვლავ აგრძელებს კიბერდანაშალს და სწორედ მათ ჩაიდინეს დანაშაული Medibank-ის და ავსტრალიის მოქალაქეების წინააღმდეგ. 

მოქალაქეების პირადი — სამედიცინო ინფორმაციების მოპარვამ და გამოქვეყნებამ ავსტრალიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, იყო ცხარე დებატები პარლამენტში. 

ავსტრალიის კიბერ უსაფრთხოების მინისტრმა, კლერ ონილმა განაცხადა: 

«როგორც მინისტრისთვის, უფრო მეტად კი როგორც ქალისთვის, მორალურად არასწორია ის, რაც ხდება"/ 

Medibank უარს ამბობს უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ ჰაკერების მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე, რაც ავსტრალიის ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოძებნოს და ნახოს გაჟონილი ფაილები.

ასევე წაიკითხეთ
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
TikTok-მა დაადასტურა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში ინახება
TikTok-მა დაადასტურა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში ინახება
TikTok-მა დაადასტურა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში ინახება
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.