ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-ის ახალი CEO, სავარაუდოდ, ლინდა იაკარინოა

​ილონ მასკი ამბობს, რომ Twitter-ის ახალი CEO იპოვა და რომ ის (ქალი) მუშაობას 6 კვირაში დაიწყებს. ამერიკული მედიების ცნობით, მასკი ლინდა იაკარინოზე ლაპარაკობს — NBCUniversal-ის რეკლამის და პარტნიორობის მიმართულების ამჟამინდელი ხელმძღვანელზე. 

კომენტარის დატოვება

ლინდა იაკარინოს შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ტვიტერის და NBC-ის სპიკერები ჟურნალისტებს კომენტარზე უარს ეუბნებიან. 

ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა: 

«მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ X/Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დავიქირავე. ის მუშაობას დაიწყებს ~ 6 კვირაში დაიწყებს. მე აღმასრულებელი თავმჯდომარის და მთავარი ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე გადავინაცვლებ». 

The Verge წერს, რომ ლინდა იაკარინოს Twitter-ის CEO-ს პოზიციის დაკავება სურდა და ამის შესახებ მეგობრებსაც ეუბნებოდა.

იარაკინომ ილონ მასკს მაიამიში, სარეკლამო კონფერენცია Possible-ზეც უმასპინძლა. 

ლინდა იაკარინო NBC Universal-ის გაყიდვებისა და რეკლამის 2000-ადამიანისგან შემდგარ გლობალურ გუნდს ხელმძღვანელობს. 

მისმა გუნდმა გამოიმუშავა 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სარეკლამო გაყიდვები, გააფართოვა კომპანიის წვდომა გლობალურად, გააფორმა უმნიშნელოვანესი ინოვაციური სარეკლამო შეთანხმებები, დაიწყო კომპანიის რეკლამის მხარდაჭერილი სტრიმინგის სერვისი და განახორციელა მსხვილი ინვესტიციები მონაცემთა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 

რაც შეეხება ილონ მასკს — მან ტვიტერი 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ შეცვალა პლატფორმის პოლიტიკა, ასევე, გაათავისუფლა ასობით ადამიანი. 

მასკმა თქვა, რომ CEO-ს პოსტიდან გადადგებოდა, თუ თავის შემცვლელს იპოვიდა. როგორც ჩანს, იპოვა კიდეც. 

ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა ახლა $20 მილიარდად აფასებს
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.