Twitch სტრიმერმა, კაი სენატმა გამომწერების რეკორდი მოხსნა
სტრიმერმა, კაი სენატმა (Kai Cenat) Twitch-ის გამომწერების რეკორდი მოხსნა. 21 წლის ამერიკელმა 300,000 გამომწერი მოაგროვა და ამ მხრივ, ერთპიროვნულად გალიდერდა.
სტრიმერმა, კაი სენატმა (Kai Cenat) Twitch-ის გამომწერების რეკორდი მოხსნა. 21 წლის ამერიკელმა 300,000 გამომწერი მოაგროვა და ამ მხრივ, ერთპიროვნულად გალიდერდა.
მან Twitch-ზე 24 საათიანი სტრიმი გაუშვა, სადაც მიწვეულ სტუმრებთან ერთად თამაშობდა, მათ კითხვებს უსვამდა, ხუმრობდა და იძინებდა კიდეც.
სენატმა 28 თებერვალს Twitch-ის ყოფილ რეკორდსმენს, ლუდვიგ აჰგრენს ოფიციალურად გადაუსწრო.
Twitch პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმაა, სადაც ადამიანები მაყურებლებთან საუბრისას სხვადასხვა აქტივობებს აკეთებენ, ძირითადად ვიდეო თამაშებს თამაშობენ.
ლუდვიგმა Twitch-ის ყველაზე მეტი გამომწერის რეკორდი 2021 წლის აპრილში უწყვეტი სტრიმინგის დროს მოხსნა, მაშინ სტრიმერმა 283 000 ერთდროული მაყურებელი მოაგროვა.
ორი წლის შემდეგ, სენატმა ლუდვიგის რეკორდი საკუთარი სააბონენტო მარათონით, subathon-ით მოხსნა. ეს უწყვეტი სტრიმია, ტაიმერით, რომელიც ყოველ ჯერზე გრძელდება, როცა ვინმე მის არხს იწერს. კაი სენატი ამ დროისთვის 32 დღეზეა ასული, რაც Twitch-ის კიდევ ერთი რეკორდია.
Twitch მომხმარებლებს გამოწერის გამოყენებით, პლატფორმაზე მათი საყვარელი სტრიმერებისა და კრეატორების მხარდაჭერის საშუალებას აძლევს. დიდ ბრიტანეთში, საბაზისო სააბონენტო პაკეტი £3,99 ღირს, ხოლო აშშ-ში — $4,99.
სენატმა სტრიმინგის მარათონი თებერვლის დასაწყისში დაიწყო. ერთი თვის მანძილზე, მან უამრავი სტუმარი მიიწვია, მათ შორის კომიკოსი რეჯი ბრაუნი.
22 თებერვალს ის პირველი აფრო-ამერიკელი სტრიმერი გახდა, რომელმაც Twitch-ზე 200 000 გამომწერს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სენატმა 300,000 გამომწერი შეავროვა, მან მაყურებელს უთხრა, რომ ეს მარათონი ყველაზე რთული საქმე იყო, რაც კი ოდესმე გაუკეთებია.
«აღარ თქვათ, რომ ეს მე გავაკეთე, ეს ჩვენ გავაკეთეთ. თებერვლის ბოლო დღეს ჩვენ რეკორდი მოვხსენით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად გავაკეთე, სხვანაირად არც გამოვიდოდა». — თქვა მან.
სენატს შესაძლოა, რამდენიმე აბონენტი კიდევ დაემატოს, თუმცა მისი 'subathon' მალე დასრულდება. მან პირობა დადო, რომ მარათონი 30 დღე გაგრძელდებოდა, შემდეგ კი გაუქმდებოდა.
სენატის სამომავლო გეგმები უცნობია. სავარაუდოდ, ის Twitch-ს დროებით ჩამოშორდება, დაისვენებს და მიღწეული შედეგით სიამოვნებას მიიღებს.
dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!