ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
4 იანვარი 2024, 17:18
2024-01-04
13 წლის ბიჭმა ტეტრისი დახურა — ეს აქამდე არავის გაუკეთებია, AI ბოტის გარდა
13 წლის ბიჭმა, უილის გიბსონმა, რომლის სახელიც იუთუბზე Blue Scuti-ია, ტეტრისი დახურა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია, გარდა AI ბოტისა. თამაშის ფინალის მოგების ამსახველი ვიდეო მან იუთუბზე გამოაქვეყნა.
კლასიკური ტეტრისის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ვინს კლემენტმა The New York Times-ს უთხრა:
«ეს, ფაქტობრივად, არის ის, რისი გაკეთებაც ორიოდე წლის წინ ყველას შეუძლებელი ეგონა».
ტეტრისის დასახურად უილის გიბსონს 39 წუთი დასჭირდა. თამაშისას მან ნაწილობრივ ახალი ტექნიკა გამოიყენა, სახელად rolling — გორაობა. ეს გულისხმობს კონტროლერის (ჯოისტიკის) ისე დაჭერას, რომ შეუძლია, D-ს წამში 20-ჯერ დააჭიროს. მანამდე მოთამაშეები hyper-tapping-ს «უსწრაფესად დაჭერის» მეთოდს იყენებდნენ.
უილის გიბსონმა ტეტრისის თამაში 2 წლის წინ დაიწყო და მალევე გახდა ერთ-ერთი საუკეთესო.
ბიჭმა გამარჯვება მამას მიუძღვნა, რომელიც 1 თვის წინ გარდაიცვალა.