ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების გამო რასელ ბრენდის YouTube არხს მონეტიზაცია შეუჩერდა

სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებების გამო რასელ ბრენდის ვიდეოებს YouTube-ზე მონეტიზაცია შეუჩერდა. 

კომენტარის დატოვება
სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებების გამო რასელ ბრენდის YouTube არხს მონეტიზაცია შეუჩერდა

სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებების გამო რასელ ბრენდის ვიდეოებს YouTube-ზე მონეტიზაცია შეუჩერდა. 

შაბათ-კვირის განმავლობაში, ბრენდი გაუპატიურებაში, სექსუალურ და ემოციურ ძალადობაში საჯაროდ ოთხმა ქალმა დაადანაშაულა.

გაზეთების: The Sunday Times-ის, The Times-ისა და TVShow Dispatches-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, ქალები ამტკიცებენ, რომ კაცმა მათზე სექსუალურად 2006-2013 წლებში იძალადა — მაშინ რასელ ბრენდი დიდ ბრიტანეთში რადიოსა და ტელევიზიის წამყვანი იყო.

ბრენდმა ბრალდებები უარყო და ვიდეოში, რომელიც პარასკევს X-ზე გამოქვეყნდა, თქვა, რომ მისი ურთიერთობები «ყოველთვის კონსენსუალური იყო». 

იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებების სერია გრძელდება, YouTube-მა განაცხადა, რომ პლატფორმაზე ბრენდის მონეტიზაციას აჩერებს, რათა თავისი მომხმარებლები დაიცვას.

«ჩვენ რასელ ბრენდის არხზე მონეტიზაცია შევაჩერეთ». — განაცხადა პლატფორმამ. — «თუ შემქმნელის ქცევა ზიანს აყენებს ჩვენს მომხმარებლებს, თანამშრომლებს ან ეკოსისტემას, ჩვენ საზოგადოების დასაცავად ვმოქმედებთ».

YouTube-მა განაცხადა, რომ რასელ ბრენდის არხი YouTube პარტნიორთა პროგრამიდან ამოიღო. ეს ნიშნავს, რომ არხს პლატფორმით ფულის გამომუშავება აღარ შეუძლია.

სტრიმინგ პლატფორმის გადაწყვეტილება ყველა არხზე ვრცელდება, რომელსაც ბრენდი ფლობს და მართავს. მას YouTube-ზე 6,6 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. 

კარიერის დასაწყისში ბრენდი მემარცხენე კომედიით იყო გატაცებული. თუმცა, ბოლო წლებში, როგორც ჩანს, ის მემარჯვენეების შეხედულებებს იზიარებს.

მისი ვიდეოების სათაურებს შორის არის: «შშშ… არ ახსენოთ ვაქცინები» და «დიდი გადატვირთვა», რომელიც ხაზს უსვამს, რომ «ელიტები» COVID პანდემიას მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად იყენებდნენ.

ბრალდებებმა გაერთიანებული სამეფოს წიგნის გამომცემელთან სამუშაო ურთიერთობის შეჩერება გამოიწვია — ლიტერატურულმა სააგენტომ რასელ ბრენდთან კავშირი გაწყვიტა.

მსახიობითან თანამშრომლობა შეწყივა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს უჭერს მხარს. 

X-ზე 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრენდმა მის წინააღმდეგ ბრალდებები უარყო.

«ეს ბრალდებები ეხება იმ დროს, როდესაც მე მეინსტრიმში ვმუშაობდი, როდესაც მუდმივად ვიყავი გაზეთებში, ფილმებში, და როგორც ჩემს წიგნებში ვწერდი, ძალიან, ძალიან გარყვნილი ვიყავი». — თქვა მან.

ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც რასელ ბრენდი ამხილეს, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. The Sunday Times-ის თანახმად, რეპორტიორებმა ასობით წყარო გამოიკითხეს, რომლებიც რასელ ბრენდთან მუშაობდნენ ან მას ახლოს იცნობდნენ. მათ შორის იყვნენ ყოფილი შეყვარებულები და მათი მეგობრები და ოჯახი, კომიკოსები, ცნობილი სახეები, ადამიანები, რომლებიც მასთან რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობდნენ, ასევე BBC-ის მე-4 არხის და სხვა მედია ორგანიზაციების უფროსი პერსონალი.

«ბრალდებების დასადასტურებლად, რეპორტიორებმა პირადი ელფოსტა და ტექსტური შეტყობინებები ნახეს. ასევე სამედიცინო და თერაპევტის ჩანაწერები შეამოწმეს. მათ ასევე ბრენდის წიგნები და ინტერვიუები გამოიყენეს». — წერს The Sunday Times.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული
თემის მიხედვით
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული


ასევე წაიკითხეთ
Twitch-ის ყველაზე პოპულარულ სტრიმერს, Ninja-ს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს
Twitch-ის ყველაზე პოპულარულ სტრიმერს, Ninja-ს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს
Twitch-ის ყველაზე პოპულარულ სტრიმერს, Ninja-ს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს
ბრიტანეთში 16 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მეტასამყაროში მისი ავატარი გააუპატიურეს
ბრიტანეთში 16 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მეტასამყაროში მისი ავატარი გააუპატიურეს
ბრიტანეთში 16 წლის გოგომ პოლიციას განუცხადა, რომ მეტასამყაროში მისი ავატარი გააუპატიურეს
YouTube-მა ახალი ინსტრუმენტები დაამატა, რათა ვიდეოდან მარტივად ამოჭრათ Shorts
YouTube-მა ახალი ინსტრუმენტები დაამატა, რათა ვიდეოდან მარტივად ამოჭრათ Shorts
YouTube-მა ახალი ინსტრუმენტები დაამატა, რათა ვიდეოდან მარტივად ამოჭრათ Shorts
ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა
ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა
ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.