ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitch-ს ახალი ფუნქციები ემატება

ლაივ სტრიმინგის პოპულარულმა პლატფორმა Twitch-მა მცირე სტრიმერებისთვის ზრდის შესაძლებლობების ნაკლებობის შესახებ კრეატორების პრეტენზიები შეისმინა. TwitchCon Paris-ის გახსნის ცერემონიაზე კომპანიამ Discovery Feed-ის გაშვება დააანონსა, რამდენიმე სხვა ახალ ფუნქციასთან ერთად, რომლებიც მოკლე ფორმის (short-form) ვიდეო კონტენტის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

კომენტარის დატოვება

Discovery Feed Twitch აპში გადახვევადი არხია, რომელიც მომხმარებლებს ალგორითმულად სხვადასხვა კრეატორების მოკლე ვიდეობს შესთავაზებს მაშინაც კი, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში არ იქნებიან. ეს ფუნქცია TikTok-ის ალგორითმის მსგავსია და მიზნად ისახავს, ნაკლებად პოპულარულ სტრიმერებს ახალი მაყურებლებების მოზიდვაში დაეხმაროს. 

Twitch Discovery Feed-ის გაშვებას შემოდგომაზე გეგმავს, მაგრამ მანამდე ფუნქციის შეზღუდულ ვერსიებს ალგორითმების შესამოწმებლად გამოიყენებს. პლატფორმა რედაქტირების ახალ ფუნქციებსაც ამატებს, რომლებიც კრეატორებს თავიანთი ვიდეობის დარედაქტირების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, Twitch ახლა YouTube-ზე პირდაპირ ექსპორტს დაუჭერს მხარს, ხოლო აგვისტოდან მომხმარებლებს კლიპების ექსპორტი უშუალოდ TikTok-ში შეეძლებათ. რედაქტირების ფუნქცია მობილურ მოწყობილობებზეც იქნება ხელმისაწვდომი, რაც კრეატორებს მათი შინაარსის მრავალ პლატფორმაზე გაზიარებას გაუადვილებს.

Twitch-ზე შინაარსის მინიმალური ძალისხმევით გაზიარების შესაძლებლობა ყველა სტრიმერისთვის გამარჯვებად განიხილება. რედაქტირების ინსტრუმენტებისა და პირდაპირი ექსპორტის მიწოდებით, Twitch სხვა პლატფორმებზე კონტენტის პოპულარიზაციის პროცესის გამარტივებასა და Twitch არხებზე მეტი მაყურებლის მიყვანას ისახავს მიზნად.

სხვა ძირითადი სოციალური პლატფორმების მსგავსად, Twitch ისტორიებს (stories) ოქტომბერში გამოუშვებს. ეს ისტორიები Twitch-ის მობილური აპლიკაციის გვერდზე გამოჩნდება და შემქმნელებს შეუძლიათ აირჩიონ, გახადონ ისინი საჯაროდ ხილვადი თუ ექსკლუზიური გადამხდელი აბონენტებისთვის. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ  ისტორიები Twitch-ის საზოგადოების წესდებას შეესაბამებოდეს.

Twitch ასევე სარეკლამო შესვენების საკითხს განიხილავს, რაც პლატფორმასა და მის მომხმარებლებს შორის უკვე დიდი ხანია კამათის საგანია. სტრიმერები ხშირად ჩიოდნენ, რომ რეკლამები მათ კონტენტს ხელს უშლის. სტრმინიგ პლატფორმა აპირებს, რომ მომხმარებლებს რეკლამების რაოდენობის შეზღუდვის ან საერთოდ გაქრობის საშუალება მისცეს.

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციაა Guest Star, რომელიც სტრიმერებს ერთმანეთთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. შემქმნელებს შეეძლებათ თავიანთ არხებზე სტუმრები მოიწვიონ და ერთდროულად გასტრიმონ. ეს ფუნქცია აგვისტოში თავდაპირველად არხების შერჩეული რაოდენობისთვის გამოვა და საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტრიმერისთვის, მიუხედავად მათი პარტნიორისა თუ შვილობილი სტატუსისა.

TwitchCon Paris-ის გახსნის ცერემონიაზე, Twitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ კლანსიმ ხაზი გაუსვა პლატფორმის ერთგულებას უწყვეტი გაუმჯობესებისა და ზრდისკენ. მან აღიარა, რომ დღევანდელი Twitch საზოგადოების საჭიროებებს არ აკმაყოფილებს, რაც მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?
რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?
თემის მიხედვით
რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.