რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს
Netflix-მა 2023 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული შოუების სია გამოაქვეყნა. კომპანიამ ეს პირველად გააკეთა.
Netflix-მა 2023 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული შოუების სია გამოაქვეყნა. კომპანიამ ეს პირველად გააკეთა.
კომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მომხმარებლებმა ყველაზე მეტი დრო პოლიტიკური თრილერის, The Night Agent-ის ყურებაში დახარჯეს — მას მსოფლიოში, ჯამში, 812 მილიონი საათი დაეთმო.
რაც შეეხება ფილმს — პლატფორმაზე ყველაზე მეტჯერ უყურეს ფილმს «დედა», ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით — 249 მილიონი საათი.
Netflix-ს მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, რაც მას უდიდეს სტრიმინგ სერვისად აქცევს.